სიახლეები

12 დეკემბერი, 2019. ქედის მუნიციპალიტეტი, აჭარა – ქედის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლების 20-ზე მეტმა მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ, ქედის LAG-ის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში კლიმატის ცვილებისა და ნარჩენების მდგრადი მართვის შესახებ. ღონისძიება, რომელიც ქედის LAG-ის ოფისში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქედა ლიდერის“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა, მიზნად ისახავდა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას გარემოსდაცვითი საკითხებისადმი და მათი ჩართულობის ხელშეწყობას შესაბამის აქტივობებში.

 

დისკუსიას წინ უძღოდა მობილური ფილმის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში შერჩეული 1-წუთიანი თემატური ფილმების ჩვენება. მოსწავლეებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს ნარჩენების ხელახალი გამოყენების აქტივობასა და ნარჩენების მდგრადი მართვის პრაქტიკულ ტრენინგში.

 

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა პროდუქტიული და ინსპირაციული აღმოჩნდა ახალგაზრდებისთვის. დისკუსიის ფარგლებში, მოსწავლეებმა დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრებები  კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის აუცილებლობაზე ნარჩენების მდგრადი მართვის შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით. ფილმების ჩვენების შემდეგ, რამდენიმე მოსწავლეს გაუჩნდა მომავალ საერთაშორისო მობილური ფილმის ფესტივალში მონაწილეობის მიღების სურვილი. მათ მთავარ მიზანს ინოვაციური ხერხების გამოყენებით  ქედის მუნიციპალიტეტის მსოფლიოსთვის გაცნობა და აქტუალური პრობლემების დღის წესრიგში დაყენება წარმოადგენს.

 

წელს, ENPARD-ის განმახორციელებელი ორგანიზაცია CENN-ი მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალის Mobile Film Festival პარტნიორია.  წლევანდელი კონკურსის მთავარი თემაა კლიმატის ცვლილება. ფესტივალში მონაწილე ფილმები ერთი წესის ირგვლივ ერთიანდება: 1 მობილური, 1 წუთი, 1 ფილმი. 2019 წლის კონკურსის ფარგლებში, ჯამში 24 ქვეყნიდან, 50 ფილმი შეირჩა, რომლებიც ათ ძირითად თემას ეხება: ნარჩენები, რეციკლირება, გლობალური დათბობა, წყლის ნაკლებობა, გაუტყეურება, ახალგაზრდების აქტივიზმი, კლიმატის ცვლილება, ტრანსპორტირება, მოსახლეობის კრიტიკული ზრდა.

 

პროექტიქედა ლიდერიხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

 

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებგვერდს: www.enpard.ge.


6-8 დეკემბერი, 2019. ქედის მუნიციპალიტეტი, აჭარა. – ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ENPARD-ის პროექტების ფარგლებში, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს (LAG),  წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრები და ადგილობრივი მეღვინეები ეწვივნენ. ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა LAG-ბის გამოცდილების გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა.

 

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, წყალტუბოს LAG-ის წარმომადგენლებმა და მეღვინეებმა მოინახულეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ქედა ლიდერის“ ბენეფიციარი მეღვინეები. მათ დაათვალიერეს სანერგე მეურნეობა, ვენახის ბოძების ჩამოსასხმელი საამქრო, სავენახე მეურნეობები და მარნები. LAG-ის წევრები ასევე გაეცნენ ღვინის წარმოების ტექნოლოგიებს და მიიღეს ინფორმაცია ქედელი მეღვინეების მიერ შესრულებული საქმიანობის შესახებ. შეხვედრის ფარგლებში მოხდა პროექტ „ქედა ლიდერის“  ბენეფიციარებსა და სტუმრებს  შორის არსებული გამოცდილების, წარმატებული პრაქტიკებისა და ინფორმაციის გაზიარება.

 

შეხვედრა პროდუქტიული აღმოჩნდა, როგორც წყალტუბოს LAG-ის წარმომადგენლებისა და მეღვინეებისთვის, ისე ქედის LAG-ის წარმომადგენლებისა და პროექტის ბენეფიციარებისთვის. ვიზიტის ბოლოს, ორი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 

 

პროექტიქედა ლიდერიხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

 

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებგვერდს: www.enpard.ge.



გსურს, დაიწყო ბიზნესი, მაგრამ არ იცი როგორ? უკვე გაქვს ბიზნეს იდეა? თუ ჯერ ისევ ფიქრობ, რომელ მათგანზე დაიწყო მუშაობა?

მაშინ დროა, მონაწილეობა მიიღო ბიზნეს ბანაკში, სადაც 3 დღის განმავლობაში გექნება შესაძლებლობა, რომ განავითარო შენი იდეა და ბიზნეს მოდელი, ისწავლო გამოცდილი მეწარმეებისა და სპეციალისტებისგან. გამარჯვებულები მიიღებენ ფინანსურ ხელშეწყობას თავიანთი ბიზნეს პროექტების განსახორციელებლად.

ბიზნეს ბანაკი ჩატარდება 22, 23 და 24 ნოემბერს, ჩაქვში.

ბათუმიდან ჩაქვამდე და უკან ტრანსპორტირება, სასტუმროში განთავსება, საკვები და ყავის შესვენებები უზრუნველყოფილი იქნება ორგანიზატორების მიერ.

მონაწილეობის მიღება უფასოა და შესაძლებელია მხოლოდ აჭარის მცხოვრებლებისთვის.

რეგისტრაცია დასრულდება 19 ნოემბერს, 23:59-ზე.

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით 20 ნოემბერს.

ბიზნეს ბანაკი ორგანიზებულია EU ENPARD-ის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და UNDP Georgia-ს მხარდაჭერით."

აპლიკაცის შევსება შესაძლებელია შედეგ ლინკზე:

 

https://forms.gle/p8gD9YFruuZ9EENj9

ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "ქედა ლიდერი" ფარგლებში CENN, დემოკრატიის ინსტიტუტი (IoD) და ქედის განვითარების ჯგუფი აცხადებენ 2019-2020 წლის საგრანტო კონკურსს.

 

საგრანტო კონკურსი იწყება 7 ნოემბერს და დასრულდება 16 დეკემბერს 17:00 საათზე.

 

საგრანტო კონკურსის მიზანია, პროგრამის ‘‘ქედა ლიდერი’’ და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტების შესაბამისად,  ქედის ადგილობრივი თემების კეთილდღეობის და ყოფითი პირობების გაუჯობესება, სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება და ინოვაციური პროექტების განხორციელება.

 

საგრანტო კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებები:

  • სოფლის მეურნეობა, როგორც პირველადი პროდუქციის წარმოება, ასევე ადგილობრივი პროდუქციის გადამუშავება და რეგიონული ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება;
  • ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა (საოჯახო ტიპის სასტუმროს და ღვინის მარნის მოწყობა დაფინასდება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში);
  • არასასოფლო სამეურნეო ეკონომიკური საქმიანობა;
  • განათლება, კულტურა, სპორტი;
  • გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა;
  • სოციალური-არაკომერციული საქმიანობა (კომუნალური და სოციალური ინფრასტრუქტურა).

კონკურსის ფარგლებში გრანტები გაიცემა როგორც კომერციული, ისე სოციალური პროექტებისთვის.

 

კონკურსში განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ქედის მუნიციპალიტეტში ახორციელებენ ან გეგმავენ განხორციელებას.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველები დეტალურად უნდა გაეცნონ ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიას და საგრანტო სახელმძღვანელოს. დაინტერესებულმა პირებმა, უნდა შეავსონ საპროექტო განაცხადის ფორმა და გამოგზავნონ ელ.ფოსტის მეშვეობით მისამართზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ან მოიტანეთ შევსებული განაცხადი მისამართზე ტბელ აბუსერიძის ქუჩა 10, დაბა ქედა, 2019 წლის 16 დეკემბერ, 17:00 საათამდე.

 

განაცხადისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი გთხოვთ იხილოთ შემდეგ მისამართზე: http://bit.ly/2JYgq9R

დამატებითი კითხვების, განმარტებების ან ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

+995 599 189 269

+995 577 104 833

+995 514 401 001

 

გაითვალისწინეთ, საგრანტო კონკურსი შედგება შემდეგი ეტაპებისგან:

 

I ეტაპი - საპროექტო განაცხადის წარდგენა

II ეტაპი - გასაუბრება და მონიტორინგი

III ეტაპი - საგრანტო განაცხადის დამტკიცება

 

საგრანტო კონკურსში განმცხადებელს შეუძლია მხოლოდ ერთი განაცხადის წარდგენა.

 

განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ქართულ ენაზე. განაცხადზე თანდართულ უცხოენოვან დოკუმენტაციას უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

 

პროექტს ახორციელებს CENN, დემოკრატიის ინსტიტუტი (IoD), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტი (ÖIR) - ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან ერთად (LAG).

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge.

ევროკავშირის ENPARD - საქართველოს მხარდაჭერით მიმდინარე ჩვენი პროექტის ქედა ლიდერი ფარგლებში დაფინანსებულ მეწარმეებს გადაცემა "საქმიანი დილა" ეწვია.
გაიგეთ, ქედაში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ.
მადლობა ევროკავშირს მხარდაჭერისთვის.

ჩვენს მუნიციპალიტეტში პროექტს "ქედა ლიდერი" ახორციელებს CENN ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
15-23 ივნისს, ბულაჩაურის მწვანე ცენტრმა რიგით მეორე ახალგაზრდა ლიდერთა და ინოვატორთა მწვანე ბანაკს უმასპინძლა. ბანაკი ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით, CENN-ის ორგანიზებითა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მონაწილეობით მოეწყო. მასში მონაწილეობა მიიღეს წალკის, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მოსწავლეებმა, რომლებიც ღია საკონკურსო წესით იქნენ შერჩეულნი. ინტენსიური შემეცნებით-გასართობი ბანაკის მიზანი იყო ახალგაზრდებში გარემოს დაცვის, მდგრადი განვითარების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესახებ ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და ახალი შესაძლებლობების შექმნა მომავალ ლიდერთათვის.

CENN-ის გარემოსდაცვითი სფეროს სპეციალისტებმა ახალგაზრდებს ჩაუტარეს თავისუფალი გაკვეთილები მდგრადი განვითარების მიზნებზე, კლიმატის ცვლილების გლობალურ გამოწვევებზე, ტყის რესურსების მდგრადი მართვის, ნარჩენების თანამედროვე მართვის ტექნოლოგიებისა და ცირკულარული ეკონომიკის, წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის, ბუნებრივი კატასტროფებისა და მათი მიტიგაციის თემებზე. ასევე, ბანაკის მონაწილეები გაეცნენ რეგიონის განვითარების ევროპულ LEADER მიდგომას და ადგილობრივი განვითარების ჯგუფების საქმიანობას საქართველოში.

ბანაკის ფარგლებში, მოსწავლეები ეწვივნენ კომპანია GWP-ის საფილტრო სადგურს სადაც კომპანიის მთავარმა ტექნოლოგებმა დაათვალიერებინეს წყლის გამწმენდი ნაგებობა და მოსწავლეებს სუფთა წყლის მიღების სრულ ციკლზე ესაუბრნენ. სასწავლო ვიზიტი გაგრძელდა ჟურნალ National Geographic საქართველოს რედაქციაში, სადაც ჟურნალის მთავარი რედაქტორი მოსწავლეებს გაესაუბრა საერთაშორისო გამოცემის ისტორიაზე, მისიასა და ხედვაზე. საველე გასვლების დასკვნით ნაწილში, ბანაკის მონაწილეები ეწვივნენ ქაღალდის გადამამუშავებელ საწარმოს „კრიალა“ და იხილეს მაკულატურის გადამუშავების შედეგად ჰიგიენური ქაღალდის წარმოების ციკლი.

ბანაკის მონაწილეები გაეცნენ ველურ ბუნებაში ქცევის წესებს აღნიშნული ცოდნის პრატიკაში გამოყენების შესაძლებლობა კი მიეცათ თრუსოს ხეობაში საველე გასვლისას. გამოცდილ გიდებთან და ბანაკის ლიდერებთან ერთად, მონაწილეები დააკვირდნენ ხეობაში არსებულ ბუნებრივ რესურსებს, ფლორასა და ფაუნას.

ბანაკის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდები მწვანე ბანაკის კურსდამთავრებულები გახდებიან და მომავალში მონაწილეობას მიიღებენ CENN-ის ახალგაზრდულ გარემოსდაცვით ინიციატივებში.
ბანაკის ორგანიზება შესაძლებელი გახდა ევროკავშირის მიერ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტების – „ეს წალკაა“, „ქედა ლიდერი“ და „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“. ქედისა და წალკის მუნიციპალიტეტში პროექტს ახორციელებს CENN, ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტში – ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG).


13-14 ივნისს, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ქედა ლიდერი“ ფარგლებში ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი სასწავლო–გაცვლითი ვიზიტით ეწვია ლაგოდეხს და ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით შეხვდა ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს.


ორი ადგილობრივი განვითარების ჯგუფის და „ქეა“-ს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ორდღიან შეხვედრაში, რომელიც ორგანიზებული იყო ENPARD-ის პროექტის - ქედა ლიდერი ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის, CENN-ის პარტნიორი ორგანიზაციის მიერ. მონაწილეებმა განიხილეს და ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. ლაგოდეხის ჯგუფმა სტუმრებთან ისაუბრეს საგრანტო კონკურსების, მონიტორინგის და შეფასების სქემების, მიღწევების და გამოწვევების, ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან კოორდინაციის და ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ორგანიზაციული მდგრადობის შესახებ. ვიზიტის ფარგლებში, მოეწყო გასვლითი შეხვედრებიც, რომლის დროსაც ლაგოდეხელმა კოლეგებმა, ქედის ჯგუფს, ადგილზე აჩვენეს საგრანტო კონკურსის ფარგლებში განხორციელებული პროექტები, ასევე მოაწყეს შეხვედრები ევროკავშირის ბენეფიციარ მეწარმეებთან და სოციალური პროგრამების განმახორციელებელთან.


სასწავლო ვიზიტში მონაწილე ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრთა შეფასებით, აღნიშნული საინფორმაციო–გაცნობითი შეხვედრა საინტერესო სამუშაო ფორმატია და გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნის გათვალისწინებისა, თუ ახალი პარტნიორული ქსელების ჩამოყალიბების კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს.


შემდეგი ორი დღის განმავლობაში, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი იმუშავებს ორგანიზაციული სტრატეგიის განვითარებაზე. სასწავლო ვიზიტის დროს მიღებული ცოდნის და გამოცდილების გათვალისწინება მოხდება სტრატეგიული გეგმაზე მუშაობისას.



ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ქედა ლიდერი“ ფარგლებში ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი, CENN და დემოკრატიის ინსტიტუტი აცხადებენ 2019 წლის საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპს - ინტერესის გამოხატვა (იდეების კონკურსი).


კონკურსის პირველი ეტაპი გაიხსნება 29 მაისს და დასრულდება 1 ივლისს 17:00 საათზე.


საგრანტო კონკურსის მიზანია, ქედის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის თემების კეთილდღეობისა და ყოფითი პირობების გაუჯობესება, სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება და ინოვაციური პროექტების განხორციელება.


საგრანტო კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებები:
• სოფლის მეურნეობა, როგორც პირველადი პროდუქციის წარმოება, ასევე ადგილობრივი პროდუქციის გადამუშავება და რეგიონული ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება;
• ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა (საოჯახო ტიპის სასტუმროს მოწყობა დაფინასდება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში);
• არასასოფლო სამეურნეო ეკონომიკური საქმიანობა;
• განათლება, კულტურა, სპორტი;
• გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა;
• სოციალური-არაკომერციული საქმიანობა (კომუნალური და სოციალური ინფრასტრუქტურა).


კონკურსის ფარგლებში გრანტები გაიცემა როგორც კომერციული, ისე სოციალური პროექტებისთვის.


კონკურსში განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ქედის მუნიციპალიტეტში ახორციელებენ ან გეგმავენ განხორციელებას.



კონკურსში მონაწილეობის მსურველები დეტალურად უნდა გაეცნონ ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიას და საგრანტო სახელმძღვანელოს. დაინტერესებულმა პირებმა, უნდა შეავსონ საპროექტო განაცხადის ფორმა და გამოგზავნონ ელ.ფოსტის მეშვეობით მისამართზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ან მოიტანეთ შევსებული განაცხადი მისამართზე ტბელ აბუსერიძის ქუჩა 10, დაბა ქედა, 2019 წლის 1 ივლისს, 17:00 საათამდე.


განაცხადისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი გთხოვთ იხილოთ აღნიშნულ გვერდზე.


დამატებითი კითხვების, განმარტებების ან ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
+995 599 189 269
+995 577 104 833
+995 514 401 001


გაითვალისწინეთ, საგრანტო კონკურსი შედგება შემდეგი ეტაპებისგან:


I ეტაპი - ინტერესის გამოხატვა (იდეების კონკურსი)
II ეტაპი - სრული განაცხადის წარდგენა
III ეტაპი - საგრანტო განაცხადის დამტკიცება


პირველი ეტაპის წარმატებულ კანდიდატებს დავუკავშირდებით 2019 წლის 30 ივლისამდე.


პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge.


2019 წლის 6-10 მაისს, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრები სასწავლო ვიზიტით ავსტრიაში იმყოფებოდნენ. ტურში ასევე მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი და ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე. ვიზიტი ევროკავშირის მხარდაჭერით, ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტის (ÖIR) ორგანიზებითა და CENN-ის დახმარებით შედგა.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები დეტალურად გაეცნენ ავსტრიაში LEADER-ის მუშაობის პრინციპებს, ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ჩართულობას განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესსა და პროექტების შერჩევაში. გაიმართა შეხვედრები ავსტრიის მდგრადობისა და ტურიზმის სამინისტროში, ავსტრიის განვითარების სააგენტოში (ADA). ასევე შედგა შეხვედრა ავსტრიაში საქართველოს ელჩთან. მონაწილეებმა მოინახულეს ორი LEADER რეგიონი, შეხვდნენ LEADER მენეჯერებს და LAG-ის გამგეობის წევრებს.

მონაწილეები ეწვივნენ LEADER რეგიონს Southern Burgenland, შეხვდნენ ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრებს და გაეცნენ მათ მიერ განხორცილებულ პროექტებს. მოინახულეს ქალთა სოციალური საწარმო “IDUNA”, ეწვივნენ Zickentaler Moorochse დაცულ ტერიტორიას სადაც გაეცნენ საძოვრების მართვის გეგმას და მოინახულეს ტურისტული ინფრასტრუქტურა. ასევე მოინახულეს პროფესიული გადამზადების ინსტიტუტი (Berufsförderungsinstitut), რომელიც მუშაობს ახალგაზრდებთან, მათი პროფესიული განათლებით დაინტერესების მიზნით. LEADER რეგიონში Vulkanland ტურის მონაწილეები შეხვდნენ ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მენეჯერს და ადგილობრივ მერს. გაეცნენ რეგიონისთვის დამახასიათებელი პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მაგალითებს (ლორის საწარმო, ავეჯის საამქრო, გოგრის ზეთის წარმოება) და ისეთ ტურისტულ სერვისს როგორიცაა „დასვენება სოფლად ფერმაში“ (Holiday on farm). ვიზიტის ფარგლებში ტურის მონაწილეები ასევე გაეცნენ ბიზნეს სექტორის საქმიანობას შოკოლადის ქარხანა Zotter-ის მაგალითზე.

ვიზიტის მონაწილეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ავსტრიული LAG-ების მიერ პროექტების შერჩევის და მონიტორინგის პროცედურები. შთამბეჭდავი იყო რეგიონებში ისეთი პროექტების ხელშეწყობა რომლებიც რეგიონში ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციას, დამატებითი ღირებულებისა და რეგიონული ღირებულებათა ჯაჭვის შექმნას, ტურიზმს და ინოვაციების განხორციელებას უწყობს ხელს.

პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge.

დაარეგისტრირე იდეა - ფონი