სიახლეები
20-28 დეკემბერს, ევროკავშირის მხარდაჭერით, დაბა ქედაში, საგრანტო კონკურსის 75 მონაწილისგან შემდგარი სამი ჯგუფისთვის, სასწავლო კურსი „პროექტის წერა“ ჩატარდა. კურსი ევროკავშირის ENPARD-ის პროექტის „ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის (ქედა ლიდერი)“ ფარგლებში საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის, CENN-ის პარტნიორი ორგანიზაციის მიერ იყო ორგანიზებული. იგი მიზნად ისახავდა საგრანტო კონკურსის მონაწილეებში პროექტის წერისთვის საჭირო ცოდნის/უნარ-ჩვევების განვითარებას და მოიცავდა სრული განაცხადის ფორმაში არსებულ ისეთ საკითხებს როგორიცაა: არსებული სიტუაციის მიმოხილვა, მიზნები, ამოცანები და აქტივობები, განხორციელების გეგმა-გრაფიკი, ბიუჯეტირება და ფინანსური დაგეგმარება და ა.შ. აღნიშნული საკითხების გარდა განხილულ იქნა საგრანტო კონკურსის მოთხოვნები და შერჩევის კრიტერიუმები. ტრენინგი შექმნილია ზრდასრულთა განათლების მეთოდების გამოყენებით, რაც განაპირობებს მონაწილეთა მაქსიმალურ ჩართულობას.

აღნიშნული ტრენინგი მეხუთე საგანმანათლებლო აქტივობაა ადგილობრივი თემების შესაძლებლობების განვითარებისთვის. პროექტის ფარგლებში, 12 ტრენინგია დაგეგმილი სხვადასხვა თემაზე, რათა მოხდეს როგორც ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრთა, ასევე პოტენციური გრანტის მიმღებთათვის სხვადასხვა სფეროში ცოდნის და უნარების გაუმჯობესება.

პროექტის ფარგლებში სრული განაცხადები მიიღება 2019 წლის 25 იანვრამდე.

პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge.


პროექტის სახელწოდება: ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის (ქედა ლიდერი)
მიზნობრივი ტერიტორია: საქართველო, აჭარის ა/რ.
დაფინანსების წყარო: ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში
პროექტის ხანგრძლივობა: 1 მაისი, 2017 – 28 თებერვალი, 2021

ძირითადი ინფორმაცია: ქედის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის განახლება იგეგმება ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭრით მიმდინარე პროექტის „ქედა ლიდერი“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია CENN. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკურენტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.
განახლებული ვებგვერდის მიზანია ერთის მხრივ ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტის საქმიანობებზე ინფორმაციის გავრცელებასა და საჯარო ინფორმაცაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, ხოლო მეორეს მხრივ ქედის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენასა და ინფორმაციის გავრცელებას ქართველი და უცხოელი ტურისტებისათვის.

ტექნიკური დავალების მიზანი: ქედის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის განახლება ინფორმაციის სწრაფი გავრცელებისა და ქედის მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციის მიზნით.
ტექნიკური დავალების აღწერა: დავალების ფარგლებში, კონტრაქტორს ევალება პროექტის ჯგუფთან და მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით მუნიციპალიტეტის არსებული ვებგვერდის www.keda.ge განახლება.
განახლებულმა ვებგვერდმა უნდა უზრუნველყოს:
• მარტივი სამართავი პანელი;
• მარტივი, თანამედროვე და სხვადასხვა თაობაზე მორგებული დიზაინი;
• ქართული და ინგლისური ენების უზრუნველყოფა;
• გვერდებზე სწრაფი ნავიგაცია;
• ვებგვერდის ვიზიტორთა სტატისტიკა და სხვა მონაცემები;
• პროექტის ტექნიკური ნაწილის ჩაბარების შემდეგ, სამართავი პანელის მოხმარბის ტრენინგის უზრუნველყოფა;
• სამართავი პანელის მართვის ინსტრუქცია;
• ხარვეზების შემთხვევაში, საიტის ერთწლიანი ტექნიკური მხარდაჭერა.
საქმიანობის პერიოდი: 2019 წლის თებერვალი-მარტი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• ვებგვერდების მომზადების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
• საჭიროების შემთხვევაში, ტელეკონფერენციებში ჩართვის უზრუნველყოფა;
• საჭიროების შემთხვევაში ქედის მუნიციპალიტეტში გამგზავრების შესაძლებლობა დამკვეთ გუნდთან ერთად.

ტენდერში მონაწილეობა:
• აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიულ პირებს.

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
1. კომპანიის სახელწოდება, მისამართი, ტელეფონი და ელ. ფოსტა;
2. კომპანიიდან პროექტზე პასუხისმგებელი პირის CV;
3. კომპანიის მიერ წარსულში განხორციელებული მსგავსი პროექტები ვიზუალურ მასალასთან ერთად, ე.წ. პორთფოლიო;
4. ხედვა ქედის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ვიზუალურ განახლებასთან დაკავშირებით (მსგავსი საერთაშორისო და/ან ადგილობრივი ვებგვერდების ლინკები)
5. წარსულში განხორციელებული პროექტებიდან ორი რელევანტური რეკომენდატორი ორგანიზაციის/კომპანიის საკონტაქტო ნომერი.
6. მომსახურების საფასური (დეტალურად) ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს გარეშე;
7. სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო დრო;
8. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
9. ცნობა სასამართლოდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება (აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულება ეკისრება უკვე გამარჯვებულ კომპანიას).

სატენდერო განაცხადის წარდგენა:
• გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი შემოთავაზება ერთ (PDF) ფაილად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it არაუგვიანეს 2019 წლის 25 იანვრის 17:00 საათამდე;
• გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ ტენდერის დასახელება - Website Tender/KedaLEADER

შეფასების კრიტერიუმები:
• შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება;
• სერვისის ფასი;
• შეკვეთის შესრულებისათვის საჭირო დრო;
• განიხილება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები.

პროექტის შინაარსთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ (+995 558 65 56 28 - ნატალია დავლიანიძე).
ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას.


ტექნიკური დავალება: სოციალური ვიდეორგოლების მომზადება ქედის მუნიციპალიტეტში

პროექტის ძირითადი მონაცემები:

** პროექტის სახელწოდება: ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის (ქედა ლიდერი)
** მიზნობრივი ტერიტორია: საქართველო, აჭარის ა/რ.
** დაფინანსების წყარო: ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში
** პროექტის ხანგრძლივობა: 1 მაისი, 2017 - 28 თებერვალი, 2021

ძირითადი ინფორმაცია:

პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკურენტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით. პროექტის ამოცანაა ქედის მუნიციპალიტეტის განვითარების პოტენციალის გაძლიერება და ადგილობრივი შესაძლებლობებისა და რესურსების ოპტიმალური გამოყენება.

პროექტს ახორციელებს CENN შემდეგ ორგანიზაციებთან პარტნიორობით:

** "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" (CSRDG),
** "დემოკრატიის ინსტიტუტი" (IoD),
** "ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტი" (ÖIR).

პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:

** შეიქმნა ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) - აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანება. ჯგუფი შედგება კერძო, სამოქალაქო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებისაგან და დაფუძნებულია ნებაყოფლობით წევრობაზე. ამჟამად მიმდინარეობს ორგანიზაციის გაძლიერება, წევრების ცნობიერების ამაღლება სოფლის განვითარებისადმი ევროკავშირის მიდგომების შესახებ, ჯგუფის ინსტიტუციური გაძლიერება და მისი დაკავშირება ქვეყანაში არსებულ სხვა ადგილობრივ განვითარების ჯგუფებთან მომავალი თანამშრომლობისათვის;
ვთანამონაწილეობრივი გზით შემუშავდა ქედის მუნიციპალიტეტის გენდერული და ახალგაზრდული ასპექტების შემცველი ადგილობრივი განვითარების სტრატეგია და მოხდა დოკუმენტის დამტკიცება;
** ადგილობრივი პროექტების განხორციელების მიზნით, გამოცხადდა პირველი საგრანტო კონკურსი (ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტების შესაბამისად) სოფლად ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობების გაძლიერების, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და ადგილობრივი თემების კეთილდღეობის ამაღლებისათვის. საგრანტო კონკურსის საფუძველზე, იგეგმება დასაქმების ახალი შესაძლებლობების შემქმნელი მდგრადი პროექტების იდენტიფიცირება, ინოვაციური პროექტების დაფინანსება და განხორციელება.

ტექნიკური დავალების მიზანი:

ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაში გამოკვეთილი პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად სოციალური ვიდეო-რგოლების მომზადება ქედის მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციის მიზნით.

ტექნიკური დავალების აღწერა:

დავალების ფარგლებში, კონტრაქტორს ევალება პროექტის ჯგუფთან შეთანხმებით, წინასწარ შერჩეული თემატიკის ვიდეორგოლების მომზადება (ყველა ეტაპი - გადაღება, მონტაჟი, აუდიო მომსახურება და სხვა. შესაბამისი რგოლის შემოქმედებითი სპეციფიკის გათვალისწინებით.).

წლის განმავლობაში დაგეგმილია ქედის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაში გამოკვეთილი პრიორიტეტების შესაბამისი ვიდეორგოლების მომზადება შემდეგი მიმართულებებით:

** საიმიჯო ვიდეორგოლი - იმოგზაურე ქედაში
** მოკლე ფილმი ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის შესახებ
** მოკლე ვიდეორგოლების სერია - წარმატებული ქედელების ისტორია
** მოკლე ფილმი - სოფლად ცხოვრება ქედაში
** მოკლე ვიდეორგოლების სერია - საგრანტო კონკურსის ბენეფიციარების წარმატების ისტორიები (პროექტის განხორციელებამდე და შემდეგ).

საქმიანობის პერიოდი: 2019-2020 წლები
პროდუქტის ხარისხი: Full HD

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სოციალური სარეკლამო რგოლების მომზადებაში;
** გარემოსდაცვით საკითხებზე მუშაობის გამოცდილება;
** მედიასთან ურთიერთობის გამოცდილება;
** უპირატესობა მიენიჭება აჭარის ა/რ-ში მოქმედ სუბიექტებს.

ტენდერში მონაწილეობა:

აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

** კომპანიის სახელწოდება (სახელი/გვარი), მისამართი, ტელეფონი და ელფოსტა;
** წარსულში განხორციელებული მსგავსი პროექტები ვიზუალურ მასალასთან ერთად, ე.წ. პორთფოლიო;
** ერთი ვიდეოს მომზადების მომსახურების საფასური (დეტალურად წარმოდგენილი) ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს გარეშე (ფიზიკური პირის შემთხვევაში, საშემოსავლო გადასახადის გარეშე (net));
** სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო დრო;
** ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
** ცნობა სასამართლოდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;

სატენდერო განაცხადის წარდგენა:

გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი შემოთავაზება ერთ (PDF) ფაილად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it არაუგვიანეს 2019 წლის 15 იანვრისა;

გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ ტენდერის დასახელება - Tender/KedaLEADER

პროექტის შინაარსთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ (+995 558 65 56 28 - ნატალია დავლიანიძე).

ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას/პირს.
ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ქედა ლიდერი“ ფარგლებში ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი, CENN და დემოკრატიის ინსტიტუტი აცხადებენ საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპს - სრული განაცხადის წარდგენა.

კონკურსის მეორე ეტაპი გაიხსნება 20 დეკემბერს და დასრულდება 25 იანვარს 17:00 საათზე.

საგრანტო კონკურსის მიზანია, ქედის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის თემების კეთილდღეობისა და ყოფითი პირობების გაუჯობესება, სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება და ინოვაციური პროექტების განხორციელება.

პირველ ეტაპზე დაფიქსირებული 306 განაცხადიდა, მეორე ეტაპზე გადავიდა 124 განაცხადი. განაცხადები წარმოდგენილია შემდეგი თემატური მიმართლებებით: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, გარემოსდაცვა, ახალგაზრდები და განათლება, სოციალური პროექტები.

მიმდინარე წლის 20-28 დეკემბერს საგრანტო კონურსის მეორე ეტაპის მონაწილეებისთვის დაგეგმილია პროექტის სრული განაცხადის მოსამზადებელი ტრენინგები.

შერჩეულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ საპროექტო განაცხადის ფორმა და გამოგზავნონ ელ.ფოსტის მეშვეობით მისამართზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ან მოიტანონ შევსებული განაცხადი მისამართზე ტბელ აბუსერიძის ქუჩა 10, დაბა ქედა, 2019 წლის 25 იანვრამდე 17:00 საათამდე.

განაცხადისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი გთხოვთ იხილოთ ვებგვერდზე.

დამატებითი კითხვების, განმარტებების ან ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
+995 599 189 269
+995 577 104 833
+995 514 401 001

გაითვალისწინეთ, საგრანტო კონკურსი შედგება შემდეგი ეტაპებისგან:

I ეტაპი - ინტერესის გამოხატვა (იდეების კონკურსი)
II ეტაპი - სრული განაცხადის წარდგენა
III ეტაპი - საგრანტო განაცხადის დამტკიცება

მეორე ეტაპის წარმატებულ კანდიდატებს დავუკავშირდებით 2019 წლის 25 თებერვლამდე.

პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge.



ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლად ქალების გაძლიერებას. გაეცანით სამი ქალის წარმატების ისტორია ქედიდან.

მომზადებულია ENPARD-ის საკომუნიკაციო სამსახურის მიერ

წლებია, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთ სასიცოცხლო ფაქტორად განიხილავს. ქალების ეკონომიკური გაძლიერება უპირობოდ მიბმულია გაუმჯობესებულ ხელმისაწვდომობასთან სხვადასხვა მომსახურებაზე, ეკონომიკურ რესურსებსა თუ შესაძლებლობებზე, რაც მსოფლიოს, კონკრეტული ქვეყნის, ქალაქისა თუ სოფლის განვითარების წინაპირობაა.

რეალურად, ქალები თავიანთი საქმიანობით მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სხვადასხვა სფეროს, მათ შორის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში, თუმცა კვლევები ადასტურებს, რომ მათი წვლილი, ძირითადად, შეუმჩნეველი რჩება. ერთი მხრივ, ქალები თავიანთ თავს ძალიან იშვიათად აღიქვამენ მეწარმეებად და თავიანთ შრომას ოჯახურ მოვალეობად მიიჩნევენ. მეორე მხრივ, კონკრეტულ საზოგადოებებში არსებული ბარიერები, მათ შორის ცუდად განვითარებული ინფრასტრუქტურა, შინამეურნეობის სირთულეები, სატრანსპორტო საშუალებებზე და თანამედროვე ენერგორესურსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა თუ სტერეოტიპები ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას აფერხებს.

თუმცა, მანამ, სანამ ანგარიშები და კვლევები სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ გენდერულ უთანასწორობაზე მიუთითებს, მის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებს კი შესაბამისი სტრუქტურები განიხილავენ, სოფლად მრავლად მოიძებნებიან აქტიურად მშრომელი ქალბატონები - ქალბატონები, რომლებიც არ უფრთხიან გამოწვევებს და კრეატიულ საქმიანობას უპირობო შეუპოვრობით აგრძელებენ. დაკისრებული ვალდებულებების ვრცელი ჩამონათვალის პარალელურად, ქალები კვლავ არ კარგავენ ფოკუსს პროგრესსა და განვითარებაზე, სარგებლობენ არსებულით ან ქმნიან ახალ შესაძლებლობებს, სწავლობენ და მაინც აღწევენ სასურველ მიზანს, ჰქონდეთ საკუთარი საქმიანობა.

ქალების ეკონომიკურ გაძიერებას საქართველოში აქტიურად უწყობს ხელს ევროკავშირი. ENPARD-ის პროგრამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს სწორედ სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულობა წარმოადგენს. ENPARD-ის სოფლის განვითარების პროექტების ფარგლებში საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბებულ ადგილობრივი განვითარების ჯგუფებში არაერთი აქტიური ქალბატონი მონაწილეობს და საკუთარ ბიზნეს საქმიანობასაც ახორციელებს.

რა შეიძლება გახდეს მაპროვოცირებელი იმისა, რომ ქალმა ეკონომიკური საქმიანობა დამოუკიდებლად წამოიწყოს? რა არის მოტივაცია და შედეგი იმისა, რომ ქალი საკუთარ ბიზნესს წარმატებულად გაუძღვეს? ამ და სხვა საკითხებზე სწორედ ევროკავშირის მიერ ENPARD-ის პროგრამით მხარდაჭერილ ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალბატონების მაგალითზე მოგიყვებით - იმ ქალების, რომელთაც მოახერხეს და სოფელში ბიზნეს ინიციატივები წარმატებულად განახორციელეს, პარალელურად კი ადგილობრივ მოსახლეობაში სიახლისა და ცვლილებების შეტანის სურვილი გააღვივეს.

ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სამივე ქალს, რომელთა ისტორიასაც გიზიარებთ, გარდა სოფლის განვითარებაზე ორიენტირებული ბიზნესისა, მუნიციპალიტეტის წინსვლისთვის მნიშვნელოვანი საქმიანობა აერთიანებს. თითოეული მათგანი აქტიურად არის ჩართული ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) საქმიანობაში, რომლის ძირითადი ამოცანა ქედის მუნიციპალიტეტის განვითარების პოტენციალის გაძლიერება და ადგილობრივი შესაძლებლობებისა და რესურსების ოპტიმალური გამოყენებაა. ამასთან, ქედის LAG-ის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკურენტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი საქმიანობას ევროკავშირის მხარდაჭერით, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას, სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერებას საქართველოში. პროექტის განმახორცელებელი პარტნიორია CENN, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტსა (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) ერთად.


მანანა დუმბაძე, სოფელი მერისი

21,300-მდე ადამიანით დასახლებული ქედის მუნიციპალიტეტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაშია. ყურძნის უნიკალური ჯიშებით, სხვადასხვა ბუნებრივი წიაღისეულით, სამკურნალო და მინერალური წყლებითა თუ ისტორიული მემკვიდრეობით მდიდარ მუნიციპალიტეტს სხვებისგან უნიკალური ფოლკლორიც გამოარჩევს, ფოლკლორის გარეშე კი არ არსებობს მანანა დუმბაძის ოჯახის ყოველდღიურობა. ფოლკლორი რომ არა, არ იარსებებდა არც მანანას უკვე წარმატებული ბიზნესი.
მანანა დუმბაძე სოფელ მერისში მდებარე უნიკალურ საოჯახო სასტუმროს „მოყვარე“ ხელმძღვანელობს. წლებია, მისი ოჯახი ტურისტებს ტრადიციული სტუმართმოყვარეობითა და აჭარული კერძებით უმასპინძლდება, თუმცა ეს არ არის ის, რაც „მოყვარეს“ უნიკალურობას განაპირობებს. მანანას ბიზნესი მჭიდრო კავშირშია მისივე მეუღლის ფოლკლორულ ანსამბლთან, რომელსაც ასევე „მოყვარე“ ეწოდება.

ყველაფერი დაიწყო, დაახლოებით, 10 წლის წინ. მანანას ოჯახში აღმოჩნდა თბილისის ფოლკლორის ცენტრიდან ჩამოსული სტუმარი, რომელიც სოფელ მერისში არსებული ძველი ტრადიციული სიმღერების კვლევით იყო დაინტერესებული. სტუდენტმა გოგონამ ოჯახის წევრები თბილისში სპეციალურად გამართულ საღამოზე მიიწვია. საღამოზე მყოფი ერთ-ერთი ქალბატონი იმდენად მოიხიბლა მერისული სიმღერებით, რომ მანანას ოჯახს ფოლკლოლური ჯგუფის ჩამოყვანა და მათთვის გამოცდილების გაზიარება შესთავაზა. შემდეგ ყველაფერი სწრაფად განვითარდა, მანანას მეუღლემ მომღერალი ახლობლებისა და ნათესავებისგან ანსამბლი ჩამოაყალიბა, მანანას მამამთილმა ძველი მერისული სიმღერები გაიხსენა და აღადგინა, ოჯახმა კი სახლის კარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მომავალ ჯგუფებს გაუღო.

10 წლის წინ თუ მანანა ერთ ჯგუფს საკუთარ სახლში გაუმასპინძლდა, წელს შვიდი ჯგუფი უკვე სასტუმროში მიიღო. სახელმწიფოს ხელშეწყობითა თუ საკუთარი დანაზოგით ახალგაზრდა ქალბატონმა მოახერხა და ააშენა კოტეჯი, რაც საშუალებას აძლევს, ტურისტები რამდენიმედღიანი ტურის ფარგლებში მიიღოს და მათ მრავალფეროვანი მომსახურება შესთავაზოს.

გარდა ფოლკლოლური სიმღერების ადგილზე მოსმენისა, სტუმრებს საშუალება აქვთ, წავიდნენ მთაში, იქ მოხუცი ბაბუასგან შეისწავლონ ძველი ფოლკოლური ნიმუშები და აჭარელი ბებოს მომზადებული კერძები დააგემოვნონ. ბარში მათ მანანა დახვდება თავისი მრავალფეროვანი და ნატურალურ პროდუქტებზე ორიენტირებული სამზარეულოთი და, სურვილის შემთხვევაში, საჭმლის მომზადების ვორქშოფსაც შესთავაზებს. მერისში არსებული რელიეფი ოჯახს ხელს უწყობს იმაში, რომ სტუმრები პიკნიკზე თუ ჩანჩქერების დასათვალიერებლადაც წაიყვანონ.

თუმცა, მანანა დუმბაძე მხოლოდ ფოლკლორულ ჯგუფებს არ უმასპინძლდება. როცა კოტეჯი თავისუფალია, მისი ეზოს კარი ღიაა ტურისტებისთვის სხვადასხვა ქყევნებიდან - მათ შორის ზოგიერთი ლანჩზე შემოირბენს, ზოგი კი საღამოს სიმღერების მოსასმენად მოვა.

„ას წელს ითვლის ჩვენი ძველი სახლი და იქ დარჩენაზეც დიდი მოთხოვნაა. სტუმრები გვეხვეწებიან, რომ არ გადავაკეთოთ და მას ტრადიციული სახე შევუნარჩუნოთ. როცა ბევრი ადამიანი ჩამოდის, მათ გამასპინძლებაში და საჭირო დასარჩენი ადგილების შეთავაზებაში ძველი სახლი ნამდვილად გვეხმარება. 45-50 კაციანი ჯგუფებიც გვყოლია. ვეუბნებით სტუმრებს, რომ ამდენი ადგილი არ გვაქვს, თუმცა გვთხოვენ, რომ რამე მაინც მოვახერხოთ, არაფერზე პრეტენზია არ აქვთ“ - აღნიშნავს მანანა დუმბაძე.

სასტუმროს ერთი ქალი დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს. მანანას სტუმრობენ ფოლკლოლური ჯგუფები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ამერიკიდან, ირლანდიიდან, ავსტრიიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან... მათ შორის ხშირად არიან ადამიანები, რომლებიც უკან მეორეჯერ ბრუნდებიან ან დაბრუნების სურვილს გამოთქვამენ. მათი რაოდენობა წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება, შესაბამისად, ოჯახი საქმიანობის გაფართოებაზე ფიქრობს, მოგებას ისევ ინვესტიციად აბრუნებს და მომავალში უფრო მასშტაბური მომსახურების მიწოდებას გეგმავს.

„სტრატეგიული მიზნების დასახვასა და საჭიროებების განსაზღვრაში ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრობა ძალიან დამეხმარა. ვესწრებოდი შეხვედრებსა და ტრენინგებს, საიდანაც ბევრი რამ გავიგე და ბევრ საკითხში დავკვალიანდი. კომპეტენტურ ადამიანებთან კომუნიკაციის გარეშე უფრო რთული იქნებოდა ახალი საქმის ნულიდან დაწყება. LAG-ის წევრობით შეძენილი დიდი გამოცდილების შედეგად ხდება ის, რომ დღეს ყველაფერი გათვლილი მაქვს, რას და როდის ვაკეთებ“ - აღნიშნავს მანანა დუმბაძე.

პარალელურ რეჟიმში მანანას თავად შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი სოფლად მცხოვრები სხვა ადამიანების განვითარებაში. ის ხშირად მონაწილეობს LAG-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებსა თუ კონფერენციებში, სადაც საკუთარ გამოცდილებას სხვებს უზიარებს და მოუწოდებს, შექმნან რამე ახალი, უფრო აქტიურად ჩაერთონ სოფლის განვითარებაში.

„მე ვეტყოდი ყველა ქართველ ქალს, რომ არავითარი დაბრკოლება, არავითარი „მე ქალი ვარ და არ შემიძლია“ არ არსებობს. აუცილებლად რისკზეც უნდა წავიდეთ და საქმეც გავაკეთოთ. გაკეთებული საქმე უკან ცუდად არ მოგვიბრუნდება, მე ამის მჯერა. მე მეამაყება, რომ ქალი ვარ და ვაკეთებ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, რა თქმა უნდა, ოჯახის მხარდაჭერით. ყველას მოვუწოდებ, რომ თავადაც აუცილებლად სცადონ. მეც ნულიდან დავიწყე ყველაფერი, თავიდან ძალიან მეშინოდა, მაგრამ გამიმართლა“ - აღნიშნავს მანანა.


ნაძეჟდა ჯაბნიძე, სოფელი მახუნცეთი

„მე ყველაფერი მაინტერესებს, მინდა, ყველაფერი ვიცოდე და ყველაფერი გავიგო. ყველგან რაღაცას ვსწავლობ და ვცდილობ, ეს გამოცდილება ჩემი ბიზნესისთვის გამოვიყენო“ - აღნიშნავს 61 წლის ნაძეჟდა ჯაბნიძე, რომელიც ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული. LAG-ს მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა თუ შეხვედრებზე შეძენილი გამოცდილება მისი ფერმერული საქმიანობის დახვეწისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. დღეს ნაძეჟდა წარმატებით უძღვება 7 სული ფურისა და 4 მოზარდი პირუტყვისგან შემდგარ მეურნეობას, აწარმოებს რძეს, ნადუღს, კაიმაღს და მათ რეალიზაციას საკუთარ კაფეში ეწევა.

ნაძეჟდა ჯაბნიძე ახალგაზრდობაში ცეკვავდა. ცოლად თავის ქორეოგრაფს გაჰყვა და ოჯახი ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში შექმნა. იმ წელსვე ჩააბარა ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში, სწავლის დასრულების შემდეგ კი ადგილობრივ ხელისუფლებაში დასაქმდა. პარალელურ რეჟიმში ნაძეჟდა სკოლაში რუსული ენის პედაგოგადაც მუშაობდა. ამავე პერიოდში გააჩინა შვილებიც.

ნაძეჟდა ჯაბნიძე გათხოვებამდე მშობლებთან ერთად ცხოვრობდა დაბა ქედაში, სადაც პირუტყვი არ ჰყავდათ, მაგრამ გოგონას ყოველთვის აინტერესებდა პირუტყვთან ურთიერთობა. ეს იყო მისი ჰობი და ბებიასთან სტურმობის დროს რაღაც-რაღაცებს მუდამ სწავლობდა კიდეც. გამომდინარე იქიდან, რომ პირუტყვი არც მეუღლის ოჯახში უყვარდათ, ნაძეჟდამ ძალიან მოინდომა და დიდი შრომის ფასად მიაღწია იმას, რომ ოჯახში 2-3 სული ძროხა სულ ჰყოლოდათ. ნაძეჟდას სჯერა, რომ სოფელი არ შეიძლება, იყოს პირუტყვის გარეშე.

მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად, ნაძეჟდა ჯაბნიძეს მიაჩნია, რომ ნამდვილი ფერმერული საქმიანობა სულ რაღაც 5 წლის წინ დაიწყო მაშინ, როდესაც ფინანსები მოიძია, 5 ადგილობრივი ჯიშის ფური შეიძინა და პირუტყვის სადგომი თანამედროვე სტანდარტების დაცვით მოაწყო. იმ პერიოდში ქალბატონი სტატისტიკის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოში სპეციალისტად მუშაობის მეოცე წელს ითვლიდა, ოჯახისა და პირუტყვისთვის დრო ნაკლებად ჰქონდა, თუმცა გადაწყვიტა, რომ სამსახურისთვის ნაკლები დრო დაეთმო და ფერმერული მეურნეობისთვის მიეხედა. მას შემდეგ ნაძეჟდა მთლიანად საკუთარ ბიზნესზეა კონცენტრირებული. სწორედ ამიტომ, სამსახურის დაკარგვა არც მორალურ და არც ფინანსურ ჭრილში მასზე უარყოფითად არ ასახულა.

ამჟამად ნაძეჟდა ჯაბნიძე 11 სულ პირუტყვს უვლის და რძეს, ნადუღს და კაიმაღს რძალთან ერთად აწარმოებს, პარალელურად კი ხელმძღვანელობს კაფეს, რომელიც დაბა ქედაში გზის პირას მდებარეობს. კაფე ადგილობრივ მოსახლეობასა თუ ტურისტებს ნაძეჟდას მიერ მომზადებულ კერძებს სთავაზობს, აქვე ხდება ოჯახში წარმოებული პროდუქტის რეალიზაციაც.

„ჩემს კაფეში ტურისტები მოდიან სხვადასხვა ქვეყნებიდან: რუსეთი, უკრაინია, სომხეთი და ა.შ. მათ ძირითადად ყავა, ჩაი ან მსუბუქი წახემსება უნდათ. ზოგიერთმა ხაჭაპურის შესახებაც რომ იცის, ძალიან მიხარია. ჩემს პროდუქტს აუცილებლად აგემოვნებენ, ხშირად შეიძენენ კიდეც“ - აღნიშნავს ნაძეჟდა ჯაბნიძე.

როგორც ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრი, ნაძეჟდა ჯაბნიძე ხშირად ესწრება შეხვედრებს, რომლებიც LAG-ის წევრებისთვის იმართება:

„ჩემს შეხედულებებს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის შეხვედრებზე ყოველთვის ვაფიქსირებ. მმართველ საბჭოში არ ვარ, თუმცა ქედის პრიორიტეტულ მიმართულებების განხილვის დროს ჩემს აზრებს ყოველთვის ისმენენ და ითვალისწინებენ. ახლახანს ერევანშიც ვიყავი შემოდგომის ზეიმზე, როგორც აქტიური ქალბატონი, ჩემი პროდუქციით. შემოთავაზება სწორედ LAG-გან მივიღე და რატომ ვიტყოდი უარს?! ერევანშიც რაღაც-რაღაცები ვნახე, ვისწავლე და ამ გამოცდილებას ჩემი ბიზნესის განვითარებისთვის გამოვიყენებ“ - აღნიშნავს ნაძეჟდა ჯაბნიძე.

ნაძეჟდა ჯაბნიძემ ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან აქტიური მუშაობის შედეგად, ბიზნეს საქმიანობას ახალი კუთხით შეხედა. ქალბატონს უკვე კარგად შეუძლია, განსაზღვროს, რა ტიპის მომსახურებაზე იქნება მოთხოვნა, სად არის საჭირო ინვესტიციების განხორციელება, რა ღონისძიებების გატარებაა საჭირო ქედიკენ ინტერესის მოსაზიდად, რაც თავისთავად, მუნიციპალიტეტის წინსვლასა და განვითარებას განაპირობებს. თავადაც აქვს გაფართოების გეგმები და სჯერა, რომ სასურველ მიზანს აუცილებლად მიაღწევს.

„ვფქრობ, ჩემი წვლილი მეც შემაქვს მუნიციპალიტეტის განვითარებაში. უკვე ცნობილი ვარ, როგოც ბიზნესმენი. ალბათ, მერე უფრო მოვღონიერდები“ - აღნიშნავს ნაძეჟდა ჯაბნიძე.



თინა თებიძე, სოფელი პირველი მაისი

თინა თებიძე ყავის განსაკუთრებული მოყვარულია. რამდენიმე წლის წინ მიხვდა, რომ ბაზარზე მხოლოდ მინარევებით გაჯერებული ყავა იყო ხელმისაწვდომი, მას კი ნამვილი ყავის მარცვლის გემო ენატრებოდა. თინამ მოიძია ფინანსები, შეიძინა ყავის საფქვავი აპარატი და 2016 წლის დეკემბერში ახალ საქმიანობას სპეციალურად მოწყობილ ოთახში შეუდგა. ამჟამად თინა თებიძე ყავის გადამამუშავებელ პატარა საწარმოს ხელმძღვანელობს, თავისივე წარმოებული და დაფასოებული ყავის რეალიზაციას კი ადგილობრივ ბაზარზე ეწევა.

„ორწლიანი საქმიანობის შემდეგ დანამდვილებით ვატყობ, რომ ეს არ არის ცუდი ბიზნესი, მომგებიანი საქმეა. რა თქმა უნდა, ამით ვერ გახდები მილიონერი, მაგრამ მე ჩემი თავით და ჩემი ბიზნესით ძალიან კმაყოფილი ვარ. ვამჩნევ, რომ ჩემი პროდეუქტის მოხმარებაც დღითიდღე იზრდება. მომხმარებელიც ძალიან კმაყოფილია, მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან პრიმიტიულად, პოლიეთილენისა და მუყაოს პარკებში მაქვს ყავა დაფასოებული და არ მივმართავ არანაირ რეკლამას“ - აღნიშნავს თინა თებიძე.

თინა თებიძე მიიჩნევს, რომ მისი ყავის პოპულარობის ზრდას, პირველ რიგში, ხარისხი განაპირობებს. მიუხედავად დიდი ცოდნისა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ყავის ფალსიფიცირება, თინასთვის დღემდე მნიშვნელოვანია სუფთა და ხარისხიანი ყავა. „რომელ ყავასაც მე თვითონ ვსვამ, ის უნდა დალიოს ჩემმა მომხმარებელმაც, ეს არის ჩემთვის მთავარი“ - აღნიშნავს თინა.

საკუთარი ბიზნესის პარალელურად, თინა თებიძე სხვა ძალიან მნიშვნელოვანი საქმითაც არის დაკავებული - აჭარის დასაქმების სააგენტოს ქედის რაიონის განყოფილების უფროსია, რაც ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივ მოსახლეობას დასაქმებაში ეხმარება. ამასთან, თინას გენდერული საკითხების კუთხით მუშაობის მრავალმხრივი გამოცდილება აქვს და ამჟამადაც საკრებულოს გენდერული საბჭოს წევრია. დამწყები მეწარმე საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული, მუშაობდა ადგილობრივ თვითმმართველობაში, გარკვეულ პერიოდებში იყო საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, თემის რწმუნებული და ა.შ...

„ვფიქრობ, სწორედ ამიტომ აღმოვჩნდი ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრების შემადგენლობაში. ჩემი ძალიან ბევრი კარგი და გამოცდილი ნაცნობი LAG-ის წევრი იყო, მეც მინდოდა, რომ ამ ხალხთან ერთად ჩემი ქვეყნისთვის რამე გამეკეთებინა. ახლა კი ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხს ერთად განვიხილავთ, ვმსჯელობთ, ვესწრებით შეხვედრებს, ტრენინგებს და ვცდილობთ, მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებები მივიღოთ. ამასთან, LAG-ს ჩემს წინსვლაში დიდი როლი აქვს. LAG-ის წევრებად გაერთიანებულ კომპეტენტურ ადამიანებთან საუბარმა გაფართოებაზე, მათმა რჩევებმა განაპირობა ის, რომ მე ახალ საქმიანობას წარმატებით ვუძღვები. მე შემიძლია, მათ ნებისმიერ საკითხზე თავისუფლად მივმართო, ისინი კი გადაწყვეტილების მიღებაში აუცილებლად დამეხმარებიან“ - აღნიშნავს თინა თებიძე.

თავდაპირველად ყავის წარმოება თინასთვის შემოსავლის გაზრდის საშუალებას წარმოადგენდა. მის მოტივაციას ამყარებდა სურვილი იმისა, რომ მუნიციპალიტეტში კარგი ყავა ყოფილიყო ხელმისაწვდომი. მნიშვნელოვანი იყო იმის ხაზგასმა, რომ მას, როგორც ქალს, კარგად შეუძლია გარკვეული საქმიანობის მართვა. მაშინ, როდესაც აღნიშნული მიზნები უკვე მიღწეულია, თინა საქმიანობის გაფართოებაზეც ფიქრობს. მეწარმე იმედოვნებს, რომ მომავალში მისი, უკვე ეტიკეტირებული ყავა უფრო ფართო ბაზარზე გაიყიდება.


ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი

ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა მანანა, ნაძეჟა და თინა 2017 წლიდან გააერთიანა - სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ქედაში, ევროკავშირის ENPARD-ის მხარდაჭერით, სოფლის განვითარების LEADER მიდგომის დამკვიდრება, რომელიც გულისხმობს პირდაპირ კავშირს სოფლის ეკონომიკასა და განვითარების ქმედებებს შორის. ამ მიდგომის მთავარი იდეაა სოფლის განვითარების ხელშეწყობა საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორებს შორის პარტნიორობის ჩამოყალიბებითა და მათი ძალისხმევის გაერთიანებით. მიდგომა გულისხმობს ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერებას ადგილობრივი სტრატეგიის შექმნისა და რესურსების გამოყენების გზით.

სოფლის განვითარების LEADER მიდგომით, სოფლის განვითარების მთავარი ინსტრუმენტი ადგილობრივი განვითარების ჯგუფებია, ხოლო განვითარების მთავარი რესურსი - სოფლის ადგილობრივი მოსახლეობა, რომელსაც შეუძლია, მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები არსებული სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული და გარემოსდაცვითი პირობების გათვალისწინებით. LEADER პროცესი გულისხმობს კავშირების დამყარებას ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით და ადგილობრივი თემების გაერთიანებას საერთო მიზნებისა და ხედვის ირგვლივ.

სწორედ ადგილობრივი განვითარების ჯგუფის დაკომპლექტების ეტაპზე ერთიანდება ზემოთ ჩამოთვლილი სამი ქალი ქედის მუნიციპალიტეტიდან, მათთან ერთად კი კიდევ 300-მდე წევრი ერთვება მუნიციპალიტეტის განვითარებაში. ადგილობრივი ჯგუფის დაკომპლექტება ღია პროცესი იყო, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო, შეევსო განაცხადის ფორმა, რომლის მიხედვითადც ის LAG-ის წევრობის სურვილს გამოხატავდა.

ENPARD-ის პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი განვითარების ჯგუფის შექმნის შემდეგ, თანამონაწილეობრივი გზით უნდა შემუშავებულიყო ქედის მუნიციპალიტეტისთვის გენდერული და ახალგაზრდული ასპექტების შემცველი სოფლის განვითარების სტრატეგია. პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად, ENPARD-ის პროექტი ასევე ითვალისწინებდა ინოვაციური პროექტების განხორციელებას, საგრანტო კონკურსების შედეგად, სოფლად ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობების გაძლიერების, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და ადგილობრივი თემების კეთილდღეობის ამაღლების მიზნით.

ქედის ადგილობრივი ჯგუფი 2017 წლის დეკემბრიდან უკვე რეგისტრირებულია, როგორც ორგანიზაცია, რომელმაც უკვე შეიმუშავა ქედის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია, ამჟამად კი პროექტის მესამე ეტაპი - საგრანტო კონკურსი მიმდინარეობს. საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპი, ანუ იდეების გენერირების ფაზა, უკვე დასრულებულია, მეორე ეტაპზე გადასული ბენეფიციარებისგან კი დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის სრული ფორმის წარდგენას დაელოდებიან.

ქედის ადგილობრივი გავნითარების ჯგუფის სამასამდე წევრი წარმოადგენს როგორც კერძო, ისე საჯარო და სამოქალაქო სექტორს. მათ უკვე აირჩიეს 15 კაციანი მმართველი საბჭო, ერთი თავმჯდომარე და ორი თანათავმჯდომარე.

LAG-ში წარმოდგენილია სხვადასხვა სექტორული მიმართულებები: სოფლის მეურნეობა; ტურიზმი; გარემოს დაცვა, ბიომრავაფეროვნება და ტყე; ახალგაზრდების ჩართულობა სოფლის განვითარებაში; ჯანდაცვა და სოციალური საკითხები; ქალების გაძლიერება. LAG-ის 300-მდე წევრი, საქმიანობისა და ინტერესის მიხედვით, სწორედ აღნიშნულ სექტორულ ჯგუფებად არის გადანაწილებული. თითოეულ სექტორულ ჯგუფს თავისი კოორდინატორი ჰყავს. თითოეულ სექტორულ მიმართულებას ასევე აქვს თავისი სამუშაო დებულება, რომელზეც კოორდინატორი ლაგის წევრებთან ერთად მუშაობს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქედის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესში ლაგის სამასივე წევრი აქტიურად იყო ჩართული - სამუშაო ტიპის შეხვედრები ეწყობოდა სექტორული ჯგუფების მიხევდით. სტრატეგიით განსზღვრული პრიორიტეტული მიმართულებები სწორედ LAG-ის წევრებისა და მმართველი საბჭოს მიერ განისაზღვრა. ამასთან, LAG-ს აქვს თავისი სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც ხორციელდება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები: საგანმანათლებლო თუ გარემოს დაცვითი საქმიანობა; ახალგაზრდებთან და ქალებთან მუშაობა... ამ შეხვედრებს ხშირად თავად ლაგის წევრებიც აწყობენ.

„LAG-ის წევრების მთავარი სარგებელი არის ის, რომ ისინი თავიანთი მუნიციპალიტეტის, თავიანთი სოფლის განვითარებიაში იღებენ მონაწილეობას. ისინი ჩართულები არიან ყველა პროცესში, რაც მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. LAG-ის წევრების საერთო კრება იმართება 6 თვეში ერთხელ. ამ დროს წევრები დაგეგმილ საქმიანობას, სტრატეგიის პრიორიტეტებსა თუ შედეგებს ეცნობიან. საგრანტო კონკურსების გამარჯვებულებიც წევრების მიერ და მათი ჩართულობით ვლინდებიან, თუმცა LAG-ის წევრებსაც აქვთ შესაძებლობა, მიიღონ მონაწილეობა საგრნტო კონკურსში“ - აღნიშნავს ნინო გაფრინდაშვილი, ქედა ლიდერის პროგრამის მენეჯერი.

ადგილობრივი განვითარების ჯგუფს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების გაძლიერებაშიც. პირველ რიგში, თავად LAG-ში გაერთიანებული არიან საკმაოდ აქტიური ქალები, რომელთაც უკვე არსებული ბიზნესი აქვთ და, ევროკავშირის მხარადაჭერით, LAG-ის წევრობის შედეგად მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე, ამ ბიზნესის გაფართოებას ახერხებენ. ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ასევე ხელს უწყობს ქალების ჩართულობას სოფლის განვითარებაში ისეთი აქტივობების სახით, როგორიცაა ტრენინგი მეწარე ქალებისთვის, ტრენინგი ორგანიზაციული თუ ფინანსური მართვის, პროექტების წერის, ბიზნეს იდეების დამუშავებისა და ა.შ. შესახებ... აღნიშნული ტრენინგების საფუძველზე, ქალებს თავიანთი ცოდნისა და იდეების განხორციელების საშუალება ეძლევათ. გარდა ამისა, CENN მუდმივად ცდილობს, ჩართოს აქტიური ქალები სხვადასხვა ფესტივალებში, ფორუმებში, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე.

ქედის LAG-ის დაფუძნებიდან დღემდე მიღწეული ძირითადი შედეგია 2018-2022 წლების სტრატეგია, რომელმაც მუნიციპალიტეტის პრიორიტეტული მიმართულებები წარმოადგინა. სწორედ ამ პრიორიტეტულ მიმართულებებზე დაყრდნობით მოხდა და მომავალშიც მოხდება საგრანტო პროექტების დაფინანსება.


ავტორი: თეა ღვინაძე


ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ქედის მუნიციპალიტეტის მერია შეუერთდა ინიციატივას „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“.

„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ წარმოადგენს ევროკავშირის ახალ ინიციატივას, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2017 წლის იანვარში და ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში.

ინიციატივის მიზანია დაეხმაროს მერებს აქტიური როლი შეასრულონ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნაში. ინიციატივის ამბიციაა გარდაიქმნას მასშტაბური ზომის პროფესიულ გაერთიანებად, რომელიც წევრებს სთავაზობს წვდომას ექსპერტულ ცოდნაზე, თანაბარუფლებიან მხარდაჭერასა და წარმატების ფართოდ გაზიარების შესაძლებლობაზე.

აღსანიშნავია, რომ ქედის მერის ბატონი ლევან გორგილაძის ინიციატივით, პროექტისთვის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ოფიცრის პოზიციაზე ნომინირებულ იქნა მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის სახაზინო განყოფილების უფროსი სპეციალისტი და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ტურიზმისა და ბიზნესის განვითარების სექტორული მიმართულების კოორდინატორი რაულ ცინცაძე.

ქედის მერის თქმით ,,ჩვენ მუნიციპალიტეტში მორიგ სასიამოვნო ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის ეკონომიკური განვითარების პარტნიორობის შექმნისა და ფუნქციონირების ხელშეწყობას უზრუნველყოფს. ქედის მერიას აქვს მოლოდინი, რომ კოორდინირებული მუშაობით არაერთი სიკეთის განხორციელება იქნება შესაძლებელი, ეს იქნება გრძელვადიანი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შექმნა, მუნიციპალიტეტის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტში ინვესტიციების მოზიდვა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე იქნება მიმართული. მადლობა ევროკავშირს ასეთი შესაძლებლობისთვის, ხოლო CENN-ს, დემოკრატიის ინსტიტუტსა და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს ინიციატივისათვის“.

აღნიშნული ინიციატივაში ქედის გაწევრიანება ქმნის ახალ შესაძლებლობებს მუნიციპალიტეტის საინვესტიციო შესაძლებლობების გაზრდისა და დონორებისგან დამატებითი მხარდაჭერის მოპოვებისთვის. ამასთან, ქედის გაწევრიანება ინიციატივაში ადგილობრივ განვითარების ჯგუფსა და ქედის მუნიციპალიტეტის მერიას შორის წარმატებული თანამშრომლობის მორიგი მაგალითია.

2018 წლის 15-19 ოქტომბერს, ევროკავშირის მხარდაჭერით და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტის (ÖIR) ორგანიზებით ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრები სასწავლო ვიზიტით ავსტრიაში იმყოფებოდნენ. ტურში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებმა მოინახულეს სამი LEADER რეგიონი, შეხვედრები გაიმართა LEADER მენეჯერებთან და LAG-ის გამგეობის წევრებთან. ასევე მონაწილეებმა ადგილზე მოინახულეს განხორციელებული პროექტები.

LEADER-ის მენეჯერებმა დეტალურად გააცნეს შეხვედრის მონაწილეებს ავსტრიაში LEADER-ის მუშაობის პრინციპები, ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ჩართულობა განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესსა და პროექტების შერჩევაში.

მონაწილეები შეხვდნენ LEADER რეგიონს Donau-Böhmerwald და გაეცნენ მათ მიერ განხორციელებულ პროექტებს რომლებიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობის ამაღლებას. ასევე შეხვედრა გაიმართა ქალთა კავშირთან რომელიც ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. LEADER რეგიონი Pramtal Sauwald-ში მონაწილეები გაეცნენ რეგიონისთვის დამახასიათებელი პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მაგალითებს გოგრის ზეთისა და საოჯახო ლუდსახარშის მაგალითზე. LEADER რეგიონში Südliches Waldviertel – Nibelungengau, მონაწილეები გაეცნენ რეგიონული პროდუქციის - გამოყნებით ვისკის, ყაყაჩოს თესლით წარმოებული პროდუქტების და სხვადასხვა მცენარეების ჩაისა და სანელებლების წარმოების პროცესს. ასევე მოინახულეს ეკოტურიზმის მიმართულებით LEADER პროექტი, რომლის ფარგლებშიც მოწყობილია ბილიკები ხის კენწეროებზე.

ვიზიტის მონაწილეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ავსტრიული LAG-ების მიერ პროექტების შერჩევის და მონიტორინგის პროცედურები და შთამბეჭდავი იყო რეგიონებში ისეთი პროექტების ხელშეწყობა რომლებიც რეგიონში ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციას და დამატებითი ღირებულებისა და რეგიონული ღირებულებათა ჯაჭვის შექმნას უწყობს ხელს.

პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge.



30 სექტემბერს, ევროკავშირის მხარდაჭერით, ქედის მუნიციპალიტეტში შემოდგომის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში საზეიმო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღონისძიებები გაიმართა ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, CENN-თან და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან თანამშრომლობით.

მრავალფეროვანი პროგრამა უკრაინის ქალაქ კრემენეცთან დამეგობრების მემორანდუმის გაფორმებით დაიწყო. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ევროპის წელთან დაკავშირებით მოწყობილი აგრო–ბაზრობა. დღის განმავლობაში ქედის მასშტაბით მიმდინარეობდა სპორტული აქტივობები, საბავშვო გასართობი პროგრამები, სამუზეუმო ექსპონანტების, კულინარიული, ფოლკლორული, ეთნოგრაფიული და რეწვის ნიმუშების გამოფენები. ღონისძიებების ფარგლებში, საპატიო ქედელების დაჯილდოების ცერემონია და ფოლკლორული კონცერტი გაიმართა.
შემოდგომის ფესტივალი, ყოველწლიური ღონისძიებაა და მუნიციპალიტეტის მრავალფეროვანი კულტურული ტრადიციების წარმოჩენისა და ქედის პოპულარიზაციის მიზნით იმართება.

პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო–სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.



28-30 სექტემბერს, ევროკავშირის მხარდაჭერით, დაბა ქედაში, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებისთვის, სასწავლო კურსი „ბიზნესის დაგეგმვა“ ჩატარდა, რომელსაც დაესწრო 21 მონაწილე. კურსი ევროკავშირის ENPARD-ის პროექტის „ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის (ქედა ლიდერი)“ ფარგლებში საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის, CENN-ის პარტნიორი ორგანიზაციის მიერ იყო ორგანიზებული. იგი მიზნად ისახავდა ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებში სამეწარმეო საქმიანობისთვის საჭირო ცოდნის/უნარ-ჩვევების განვითარებას და მოიცავდა შემდეგ საკითხებს: ხარჯების და შემოსავლის კალკულაცია, ხარჯის ტიპები, საცალო ფასი, მოგება/ზარალი და ა.შ. ტრენინგი შექმნილია ზრდასრულთა განათლების მეთოდების გამოყენებით, რაც განაპირობებს მონაწილეთა მაქსიმალურ ჩართულობას.

აღნიშნული ტრენინგი მეოთხე საგანმანათლებლო აქტივობაა ადგილობრივი განვითარების ჯგუფის შესაძლებლობების განვითარებისთვის. პროექტის ფარგლებში, 12 ტრენინგია დაგეგმილი სხვადასხვა თემაზე, რათა მოხდეს ჯგუფის წევრთა და პოტენციური გრანტის მიმღებთათვის სხვადასხვა სფეროში ცოდნის და უნარების განვითარება.

პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge.




დაარეგისტრირე იდეა - ფონი