სიახლეები

22 თებერვალი, 2021 - 170 ადგილობრივი განვითარების ინიციატივა და 500-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა ევროკავშირის მხარდაჭერით აჭარაში, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში, ჩამოყალიბებული ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) მეშვეობით. ENPARD-ის სოფლის განვითარების პროექტებით, რომელსაც 2017 წლიდან ახორციელებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ქედაში და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (Caritas) ხულოში, შესაძლებელი გახდა ადგილობრივი თემების მობილიზება და სხვადასხვა სოციალური და ეკონომიკური საქმიანობის წახალისება, აჭარის მაღალმთიანეთში ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით.

 

ოთხწლიანი პროექტების „ქედა ლიდერი“ და „ENPARD ხულო“ შედეგების პრეზენტაცია შედგა პროექტების დახურვის ერთობლივ ღონისძიებაზე, ქედის მუნიციპალიტეტში. ღონისძიება ოფიციალურად გახსნეს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბნ. გიორგი სურმანიძემ, ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერმა, ქნ. ქეთევან ხუციშვილმა, ქედის მუნიციპალიტეტის მერმა, ბნ. ლევან გორგილაძემ, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) აღმასრულებელმა დირექტორმა, ქნ. ნანა ჯანაშიამ, ჩეხეთის რესპუბლიკის Caritas-ის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში, ბნ. იან ბლინკამ. გამომსვლელებმა ისაუბრეს ევროკავშრის მიერ მხარდაჭერილი სოფლის განვითარების ქედის და ხულოს პროექტების შედეგების, ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) და მხარდაჭერილი ადგილობრივი განვითარების ინიციატივების და სამომავლო გეგმების შესახებ.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები აჭარაში და მაქვს შესაძლებლობა თავად ვიხილო ქედისა და ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ოთხწლიანი მუშაობის შედეგები. ჩვენმხარდაჭერით ამ LAG-ებმა შეძლეს მჭიდრო თანამშრომლობა მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან, განსაზღვრეს ადგილობრივ საჭიროებებ და ჩართე ადგილობრივი თემები განვითარების პროცესებში. სასიხარულოა, რომ ორივე მუნიციპალიტეტში ვხედავთ ადგილობრივი განვითარების მრავალ ინიციატივას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სოფლის მოსახლეობის გაზრდილ ნდობა და უკეთეს მომავალის რწმენას. ჩვენ გვჯერა, რომ ადგილობრივი თემები ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით გააგრძელებენ თანამშრომლობას უფრო ძლიერი და მდგრადი ადგილობრივი განვითარებისათვის,“ განაცხადა ქეთევან ხუციშვილმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერმა.

ქედა ლიდერისპროექტმა წარმატებით შეუწყო ხელი სოფლის ინკლუზიურ განვითარებას და სოფლის კეთილდღეობის გაუმჯობესებას ინოვაციური მიდგომების ინტეგრირების გზით, რამაც დასაქმების მრავალფეროვანი შესაძლებლობები შექმნა. პროექტმა ხელი შეუწყო ქედაში 90-ზე მეტ ადგილობრივ ბიზნესსა და მეწარმეს, რომლებიც უკვე წარმატებით ოპერირებენ. მოხარული ვართ, რომ მხარი დავუჭირეთ კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობისა და რესურსების მართვის პრაქტიკის დანერგვას, ბუნებრივი რესურსების ინტეგრირებულ მართვის განვითარებას, ეკოტურიზმ, აგროტურიზმს, ახალგაზრდა თაობის გაძლიერება, და, ზოგადად, გარემოსდაცვით მიმართულებებს, - აღნიშნა ნანა ჯანაშიამ, CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

 

პროექტის განხორციელების შედეგად, ხულოს მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ბიზნესგარემო, დასაქმების დონე და ცხოვრების ხარისხი. მიუხედავად კოვიდ-19 პანდემიის გამოწვევებისა, ENPARD ხულოს პროექტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 60-ზე მეტი ბიზნესის განვითარებაში, 300-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილის შექმნაში, ასობით ადგილობრივისა და მათი ინციატივების მხარდაჭერაში, მათ შორის ახალგაზრდების, ქალებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ასეთი განვითარების თვითმხილევლი და თანამონაწილე ხარ,განაცხადა იან ბლინკამ, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში.

 

პროექტების ძირითადი მიღწევებია ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) შექმნა ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში. LAG-ებმა მოახდინეს ადგილობრივი თემების მობილიზება, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლების გაერთიანება და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიების შემუშავება ადგილობრივი პრიორიტეტებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. ევროკავშირმა LAG-ბის მეშვეობით მხარი დაუჭირა 170 სოფლის განვითარების ინიციატივას (97 ქედაში და 73 ინიციატივა ხულოში) და ხელი შეუწყო 500-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ორივე მუნიციპალიტეტში. ეს ინიციატივები ხელს უწყობს ადგილობრივად მეწარმეობის განვითარებას და სხვადასხვა სფეროში ეკონომიკური და სოციალური საქმიანობის დივერსიფიკაციას, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, მუნიციპალური სერვისები და სხვა.

 

ღონისძიების შემდგომ, სტუმრები ეწვივნენ ქედის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ სოფლის განვითარების ინიციატივებს - სოჯახო სასტუმროსა და მარანს “შატო ივერი”-ში და დაბა ქედის საჯარო სკოლას, სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, CENN-ს, დემოკრატიის ინსტიტუტსა და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს (LAG) შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, ქედის მუნიციპალიტეტი 66 საჯარო სკოლაში ენერგეტიკული და ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიების დანერგვა-გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით. დაბა ქედის საჯარო სკოლა, სადაც ღონისძიება ჩატარდა, არისვ ქედა ლიდერის საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული. პროექტი სკოლას მოსწავლეებისთვის განახლებული საგანმანათლებლო სივრცის შექმნაში დაეხმარა. შედეგად, სკოლაში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების მქონე, მოსწავლისთვის საჭირო ყველა ციფრული ტექნოლოგიითა და შესაბამისი ტექნიკით.

 

პროექტი „ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის (ქედა ლიდერი)“ განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ორგანიზაცია CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით.

პროექტი „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ (ENPARD ხულო) განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის (CCR) მიერ, ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) და PMC კვლევითი ცენტრთან თანამშრომლობით.

 

ვროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან საერთო ბიუჯეტით 179.5 მილიონი ევრო. მისი ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა და სიღარიბის დაძლევაა. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge და www.eu4georgia.ge. ხოლო, მეტი ინფორმაციისთვის ქედის LAG-ის შესახებ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.kedalag.ge, ხულოს LAG-ის შესახებ: www.khulolag.ge.

3-4 თებერვალი 2021 - ევროკავშირის მხარდაჭერით, ქედისა და ხულოს ადგილობრივმა განვითარების ჯგუფებმა (LAGs) ზემო აჭარის ბიზნესფორუმი “Invest in Mountainous Ajara” გამართეს. ღონისძიება ევროკავშირის ENPARD-ის პროექტების „ქედა ლიდერისა“ და „ENPARD ხულოს“ ფარგლებში, CENN-ის და ჩეხეთის კარიტასის ორგანიზებით ჩატარდა.

 

ღონისძიების მიზანი იყო ადგილობრივი მეწარმეების ბიზნესურთიერთობების გაფართოების ხელშეწყობა და, ზოგადად, ზემო აჭარაში ინვესტიციებისა და ინოვაციების სტიმულირება. ღონისძიება ორ მთავარ მიმართულებას, სოფლის მეურნეობასა და ტურიზმს, შეეხო. გაიმართა პანელური დისკუსიები და ბიზნეს (B2B) შეხვედრები.

 

ღონისძება გახსნეს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ბატონმა გიორგი სურმანიძემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო დაცვის და კრიზისების მართვის პროგრამის მენეჯერმა, ქეთევან ხუციშვილმა, CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა ჯანაშიამ და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელმა, იან ბლინკამ.

 

ღონისძიების დამსწრეებს საშუალება მიეცათ, გაცნობოდნენ ზემო აჭარის ინოვაციურ და წარმატებულ ბიზნესინიციატივებს ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სექტორში. ფორუმის ფარგლებში ასევე განხილული იყო ზემო აჭარის ეკონომიკური პოტენციალი, არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები.

 

„ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ერთ-ერთ სამიზნე რეგიონს აჭარა წარმოადგენს. აჭარის მთავრობასთან, პარტნიორებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენის, დასაქმების და სოფლად ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებების განვითარების ხელშესაწყობად. ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების ჩართულობა მნიშვნელოვანია, რათა ჩვენი მხარდაჭერით შექმნილი ახალი შესაძლებლობები იყოს მდგრადი და ევროკავშირის დაფინანსებული პროგრამების დასრულების შემდგომაც გაგრძელდეს.“ - აღნიშნა ქეთევან ხუციშვილმა.

 

„“ქედა ლიდერის” პროექტმა წარმატებით შეუწყო ხელი სოფლის ინკლუზიურ განვითარებას და სოფლად კეთილდღეობის გაუმჯობესებას ინოვაციური მიდგომების ინტეგრირების გზით, რამაც დასაქმების მრავალფეროვანი შესაძლებლობები შექმნა. ბიზნესფორუმის მიზანია ინვესტიციებისა და ბიზნესკავშირების დამყარების სტიმულირება, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობების გაძლიერებას.“ - ნანა ჯანაშია, CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი მეწარმეები, სფეროში წამყვანი ბიზნესები, საერთაშრისო ორგანიზაციები და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში, დამსწრეებს და მაყურებლებს შესაძლებლობა მიეცათ დარეგისტრირებულიყვნენ ფორუმის ბოლო სესიაში მონაწილების მისაღებად და თავიანთი საქმიანობები წარედგინათ ENPARD ბენეფიციარებისთვის.

შედეგად, კომპანიებმა, როგორიცაა TBC და Georgian Travel Guide, ახალი შესაძლებლობები გააცნეს ბენეფიციარებს.

 

COVID-19 პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, ბიზნეს ფორუმი ონლაინ რეჟიმში გაიმართა, Invest in Mountainous Ajara, Zoom-ის პლატფორმაზე და Keda LEADER-ის facebook გვერდზე.

 

პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და ახორციელებს CENN, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით.

2017 წლის ივნისიდან, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCR) ევროკავშირის მხარდაჭერით ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთსა (HMRR) და PMC კვლევითი ცენტრთან ერთად, ხულოს მუნიციპალიტეში ახორციელებს პროექტს „სოფლის განთვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს (2013-2022). ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge.

მდგრადი ენერგიის წყაროებისა და ენერგოეფექტიანობის ღონისძიებების დანერგვა საჯარო სკოლებში

CENN, დემოკრატიის ინსტიტუტი და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG)  ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - ქედა ლიდერისა და ავსტრიის განვითარებისთანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობა სოფლის განვითარებისათვის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით  აცხადებენ კონკურსს ქედის სკოლებისთვის ენერგოეფექტიანობის გაზრდაზე.


დამატებით დეტალებისთვის ჩამოტვირთეთ საგრანტო კონკურსის დოკუმენტი, დანართი 1, დანართი 2.


დაინტერესებულ პირებს წინადადების გამოგზავნა შეუძლიათ 2021 წლის 10 იანვარის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: grants@kedalag.ge

ქედის შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტი მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის შუაწელზე. ჩრდილოეთით, 38 კმ სიგრძეზე ქობულეთი ესაზღვრება, აღმოსავლეთით 24 კმ სიგრძეზე შუახევი, დასავლეთით 24 კმ სიგრძეზე ხელვაჩაური, სამხრეთით კი თურქეთის 17 კილომეტრიანი საზღვარი აკრავს. ქედის რაიონს სამხრეთით მიუყვება შავშეთის ქედი, ჩრდილო-აღმოსავლეთით მესხეთის ქედი, ჩრდილოეთითა და ჩრდილო-დასავლეთით – ქობულეთის ქედი.

მუნიციპალიტეტის საერთო ფართობი 452 კმ2-ია. მოსახლეობის რაოდენობა – 21,244. ქედის მუნიციპალიტეტში შედის 10 საკრებულო და 64 დასახლებული პუნქტი. ადმინისტრაციული ცენტრი დაბა ქედაა, რომელიც ზღვის დონიდან 200 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. 
პარტნიორები
დაარეგისტრირე იდეა - ფონი