პუბლიკაციები

პროექტის „ქედა ლიდერი“ ფარგლებში განხორციელდა ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფისა (LAG) და LEADER პროცესის შუალედური შეფასება. შეფასება გააკეთა პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფმა PMCG-მ.

შეფასებაში განხილულია შემდეგი საკითდები:

  1. „ქვემოდან-ზემოთ“ მიდგომა და ადგილობრივი  მოსახლეობის მონაწილეობა
  2. LAG-ის ტერიტორია და პარტნიორორბა
  3. ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის განხორციელება
  4. ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის ხარისხი
  5. ქსელური კავშირების დამყარება და თანამშრომლობის აქტივობები
  6. ინოვაცია


ევროკავშირის მხარდაჭერილი ENPARD-ის პროექტის „ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის (ქედა ლიდერი)“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, შეიქმნა გზამკვლევი მეფუტკრე ფერმერებისა და თაფლის მწარმოებელთათვის.

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, კლიმატი და მეფუტკრეობის განვითარებისთვის ხელსაყრელი მრავალფეროვანი ველური და კულტურული თაფლოვანი მცენარეული საფარი იძლევა მაღალი ხარისხის სხვადასხვა სახის თაფლის წარმოების შესაძლებლობას.

ფუტკარი ერთადერთი მწერია, რომელიც საკვების მოპოვებისას არამც თუ ანადგურებს მცენარეს, არამედ ახდენს ყვავილის დამტვერვა-განაყოფიერებას და ამით ხელს უწყობს მცენარეთა გამრავლება-გაჯანსაღებას.


იხილეთ გზამკვლევის ელექტრონული ვერსია
- მეფუტკრეობა და თაფილის წარმოება ევროკავშირსა და საქართველოში


მსოფლიოში ფუტკრის რამდენიმე ათეული სახეობაა ცნობილი, რომელთა შორის “ქართული მთის რუხი ფუტკრის” ჯიშსა და მის პოპულაციებს განსაკუთრებული ადგილი უკავია.

ქართული მთის რუხი ფუტკარი (Apis mellifera caucasica) გავრცელებულია კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე - საქართველოს მთებში, აგრეთვე თურქეთის დასავლეთ საქართველოსთან მოსაზღვრე პროვინციებში. მთის რუხი ფუტკრის რამდენიმე პოპულაციაა ცნობილი: აფხაზური, მეგრული, ქართლური, კახური და გურული. ქართული მთის რუხ ფუტკარს ახასიათებს: ზომიერი ნაყრიანობა, თვინიერება, ცვილის მაღალი მწარმოებლობა, ზამთრის საკვების ეკონომიურად ხარჯვა, კარგი ორიენტაცია, ნექტრის ძიებისა და ღალიანობის ეფექტიანად გამოყენების დიდი უნარი, მაღალი პროდუქ­ტიულობა და სხვ.

უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში გამოიკვეთა ფუტკრის მასიური დახოცვის ტენდენცია, რაც დიდი ალბათობით დაავადებათა გავრცელებით, მკურნალობის არასწორი მეთოდების, ასევე პესტიციდების ჭარბი და გაუაზრებელი გამოყენებით არის გამოწვეული. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ენტომოფილური კულტურების 80%-ის დამტვერვა ფუტკრის საშუალებით ხდება, რაც მოსავლიანობის ზრდის წინა პირობაა. შესაბამისად, ფუტკრის რაოდენობრივი კლება იწვევს სასოფლო–სამეურნეო კულტურების უმეტეს სახეობათა წარმოებული პროდუქციის მოცულობების შემცირებას.

აღნიშნული პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულიად პასუხისმგებელია CENN და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს. მასალა მომზადებულია პროექტის - ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის ("ქედა ლიდერი") - ფარგლებში.

პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge.

ევროკავშირის მხარდაჭერით ქედის მუნიციპალიტეტის რესურსებისა და საჭიროებების კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. აღნიშნული კვლევა ჩატარდა და ანგარიში დაიბეჭდა ევროკავშირის ENPARD-ის პროექტის „ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის (ქედა ლიდერი)“ ფარგლებში, CENN-ის პარტნიორი ორგანიზაციის - საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის მიერ.

იხილეთ ელექტრონული ვერსია - ქედის რესურსებისა და საჭიროებების კვლევა

156 გვერდიანი ანგარიში მოიცავს როგორც სამაგიდო, ისე თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის შედეგებს. პუბლიკაცია თითოეული თემის დონეზე ფარავს ისეთ საკითხებს როგორიცაა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ინფრასტრუქტურა, ორგანიზაციების განვითარების დონე, ადგილობრივი ინტერესები და ინტერესთა ჯგუფები.

სხვა სოციო-ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად, კვლევამ აჩვენა რომ სფეროები, რომლებშიც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს გარკვეული გამოცდილება და ხედავს ადგილზე მათი განვითარების პერსპექტივას არის ძირითადად სოფლის მეურნეობა და ტურიზმი. პრობლემის სახით გამოვლინდა სკოლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდების მიგრაცია მუნიციპალიტეტიდან. შიდა (მაგ. ბათუმში და თბილისში) და გარე (ძირითადად თურქეთში) მიგრაციის ძირითად მიზეზად სახელდება სწავლის გაგრძელების და შედარებით მაღალანაზღაურებადი სამსახურების ნაკლებობა მუნიციპალიტეტში. სამაგიდე კვლევამ აჩვენა, რომ 2018 წლის აგვისტოს მონაცემებით, ქედის მუნიციპალიტეტში სოციალური დახმარების მიმღებთა წილი მოსახლეობაში (ქედის მოსახლეობის 22,9%) გაცილებით მაღალია ვიდრე მთლიანად აჭარაში (10%) და საქართველოში (11.1%).

იქიდან გამომდინარე, რომ კვლევა აჩვენებს ადგილობრივი მოქალაქეების საჭიროებებს და მათ ხედვას განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებით, მისი შედეგები გამოყენებულ იქნება ადგილობრივი განვითარების ჯგუფის და სხვა დაინტერესებული მხარეების მიერ ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის, ისევე როგორც სხვა აქტივობების, მონიტორინგის და შეფასების დაგეგმვისას.

კვლევა ჩატარდა კვლევის ოთხწევრიანი გუნდის და ცხრა ინტერვიუერის (თითო ინტერვიუერი თითო თემისთვის) მიერ. კვლევა სამკომპონენტიანია და მოიცავს როგორც სამაგიდე, ისე თვისებრივი (სიღრმისეული ინტერვიუები და ფოკუს ჯგუფები) და რაოდენობრივი კვლევის (ინტერვიუერის მიერ ადმინისტრირებული გამოკითხვა) ნაწილს. ჯამში თვისებრივ კვლევაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელმა 64-მა ადამიანმა, ხოლო რაოდენობრივმა კვლევამ მოიცვა 292 ადგილობრივი მოსახლე სხვადასხვა თემში.

კვლევის პირველადი შედეგების განხილვის და უკუკავშირის მიღების მიზნით ჩატარდა 10 სამუშაო და ერთი ინდივიდუალური შეხვედრა ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან. შეხვედრებს დაესწრო სულ 157 ადამიანი მათ შორის 10 მუნიციპალიტეტის 146 წევრი, 10 ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის საბჭოს წარმომადგენელი და ქედის მუნიციპალიტეტის მერი. მიღებული უკუკავშირი ინტეგრირდა კვლევის საბოლოო ანგარიშში.

პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებ-გვერდს: www.enpard.ge.

სტრატეგიის შემუშავების მეთოდოლოგია ეფუძნება ევროკავშირში აპრობირებულ LEADER-ის მიდგომებსა და პრინციპებს. სტრატეგიის შემუშავების პირველ ეტაპზე ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს ჩაუტარდა ინტენსიური ტრენინგები LEADER პრინციპებზე დაფუძნებული სტრატეგიის შემუშავების მიმართულებით, რაც საფუძვლად დაედო სტრატეგიის შემდგომ განვითარებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სტრატეგია მოიცავს ზოგადად მიღებულ სტრუქტურას, რაც გულისხმობს ანალიტიკურ და სტრატეგიულ ნაწილს, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს განხორციელებას, მონიტორინგსა და შეფასებას.

სტრატეგიის ანალიტიკური ნაწილი მოიცავს რეგიონის (ქედის მუნიციპალიტეტი) რაოდენობრივ ანალიზს, რომელიც სტრატეგიის მომზადების პირველ ეტაპზე განხორციელდა პროექტში ჩართული მხარეების მიერ (CENN, CSRDG, IoD) და მოიცავდა როგორც ლიტერატურის მიმოხილვას, ასევე – საველე კვლევას. რეგიონის რაოდენობრივი ანალიზის გამყარების მიზნით, ჩატარდა თვისებრივი კვლევა და დარგების მიხედვით შემუშვდა ე.წ. SWOT ანალიზი სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლების მაღალი ჩართულობით. SWOT ანალიზში დეტალურად არის განხილული რეგიონის პრიორიტეტული სფეროები, რის შედეგადაც გამოიკვეთა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამოქმედო არეალი.

სტრატეგიული ნაწილი მოიცავს, ანალიტიკური ნაწილიდან გამომდინარე, გამოკვეთილ თემებს და საჭიროებებს, რომელთაც პრიორიტეტი მიენიჭა ადგილობრივი განვითარების ჯგუფის სექტორული ჯგუფების მიერ და შეთანხმებულია მმართველ საბჭოსთან.

ქედის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შესამუშავებლად გაანალიზებული და გამოყენებული იქნა შემდეგი ოფიციალური ინფორმაცია:
• ქედის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი პრიორიტეტის დოკუმენტი;
• აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016-2021 წლების სტრატეგიული გეგმის პროექტი;
• აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016-2020 წლების სოფლის განვითარების სტრატეგია;
• საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამა.

სტრატეგიის მთავარი მიზანია ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის.

გადმოწერეთ სტრატეგიის სრული ვერსია.

ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია.

საგრანტო სახელმძღვანელო - სრული ვერსია.

2019-2020 საგრანტო კონკურსი - სრული განაცხადის წარდგენა

სრული განაცხადის ფორმა კომერციული პროექტებისათვის

სრული განაცხადის ფორმა სოციალური პროექტებისათვის

ბიუჯეტის ფორმა



სრული განაცხადების შეფასების კრიტერიუმები
წინამდებარე სახელმძღვანელო შემუშავებულია რეგიონისა და სოფლის განვითარების იმ ევროპული გამოცდილებისა და LEADER-ის მიდგომების გათვალისწინებით რომლებსაც CENN იყენებს პროექტის განხორციელებისას. სახელმძღვანელოში ყურადღება გამახვილებულია სოფლის, როგორც არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის წარმოების ადგილზე, არამედ სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან ფუნქციებზე. სახელმძღვანელო ხელს შეუწყობს სოფლისა და რეგიონის განვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. მისი გამოყენება რეკომენდებულია, როგორც პროექტში ჩართული მხარეებისათვის, ისე, როგორც დამხმარე საგანმანათლებლო რესურსი უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისათვის.

გადმოწერა

სახელმძღვანელო შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია CENN და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.
მასალა მომზადებულია პროექტის - ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის
(„ქედა ლიდერი“) - ფარგლებში.
გზამკვლევი მომზადდა პროექტის „ქედა ლიდერი“ ფარგლებში ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით.

გადმოწერეთ

ევროკავშირი საქართველოს სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო
პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. ENPARD-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ ვებგვერდზე www.enpard.ge შინაარსზე პასუხისმგებელია პროექტის განმახორციელებელი და, შესაძლებელია, არ გამოხატავდეს ევროკავშირის მოსაზრებებსა და შეხედულებებს.
დაარეგისტრირე იდეა - ფონი