ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი სასწავლო ვიზიტით ავსტრიაში იმყოფებოდა
2019 წლის 6-10 მაისს, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრები სასწავლო ვიზიტით ავსტრიაში იმყოფებოდნენ. ტურში ასევე მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი და ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე. ვიზიტი ევროკავშირის მხარდაჭერით, ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტის (ÖIR) ორგანიზებითა და CENN-ის დახმარებით შედგა.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები დეტალურად გაეცნენ ავსტრიაში LEADER-ის მუშაობის პრინციპებს, ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ჩართულობას განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესსა და პროექტების შერჩევაში. გაიმართა შეხვედრები ავსტრიის მდგრადობისა და ტურიზმის სამინისტროში, ავსტრიის განვითარების სააგენტოში (ADA). ასევე შედგა შეხვედრა ავსტრიაში საქართველოს ელჩთან. მონაწილეებმა მოინახულეს ორი LEADER რეგიონი, შეხვდნენ LEADER მენეჯერებს და LAG-ის გამგეობის წევრებს.
მონაწილეები ეწვივნენ LEADER რეგიონს Southern Burgenland, შეხვდნენ ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრებს და გაეცნენ მათ მიერ განხორცილებულ პროექტებს. მოინახულეს ქალთა სოციალური საწარმო “IDUNA”, ეწვივნენ Zickentaler Moorochse დაცულ ტერიტორიას სადაც გაეცნენ საძოვრების მართვის გეგმას და მოინახულეს ტურისტული ინფრასტრუქტურა. ასევე მოინახულეს პროფესიული გადამზადების ინსტიტუტი (Berufsförderungsinstitut), რომელიც მუშაობს ახალგაზრდებთან, მათი პროფესიული განათლებით დაინტერესების მიზნით. LEADER რეგიონში Vulkanland ტურის მონაწილეები შეხვდნენ ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მენეჯერს და ადგილობრივ მერს. გაეცნენ რეგიონისთვის დამახასიათებელი პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მაგალითებს (ლორის საწარმო, ავეჯის საამქრო, გოგრის ზეთის წარმოება) და ისეთ ტურისტულ სერვისს როგორიცაა „დასვენება სოფლად ფერმაში“ (Holiday on farm). ვიზიტის ფარგლებში ტურის მონაწილეები ასევე გაეცნენ ბიზნეს სექტორის საქმიანობას შოკოლადის ქარხანა Zotter-ის მაგალითზე.
ვიზიტის მონაწილეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ავსტრიული LAG-ების მიერ პროექტების შერჩევის და მონიტორინგის პროცედურები. შთამბეჭდავი იყო რეგიონებში ისეთი პროექტების ხელშეწყობა რომლებიც რეგიონში ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციას, დამატებითი ღირებულებისა და რეგიონული ღირებულებათა ჯაჭვის შექმნას, ტურიზმს და ინოვაციების განხორციელებას უწყობს ხელს.
პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge.