მალვინა კონცელიძე
ახალგაზრდების, განათლების, კულტურისა და სპორტის სექტორული ჯგუფი
მალვინა კონცელიძე პროფესიით ინგლისური ენის სპეციალისტია, დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობით. 2017 წელს მუშაობდა კერძო ბაღში ინგლისური ენის მასწავლებლად. 2018 წლიდან არის LAG-ის მმართველთა საბჭოს წევრი და ამ ორგანიზაციაში მოქმედი სექტორის ,,ახალგაზრდები, განათლება, კულტურა და სპორტი“-ს კოორდინატორი. ამასთან, მალვინა მოღვაწეობს ინგლისური ენის მასწავლებლად ბათუმის კერძო სკოლაში და აქტიურად არის ჩართული ახალგაზრდებთან მუშაობის მიმართულებით მიმდინარე ინიციატივებში. გარდა ამისა, მალვინა ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. მისი ჰობია წიგნების კითხვა.