სიახლეები
ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ქედა ლიდერი“ ფარგლებში ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი, CENN და დემოკრატიის ინსტიტუტი აცხადებენ 2018-2019 წლების საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპს - ინტერესის გამოხატვა (იდეების კონკურსი).

კონკურსის პირველი ეტაპი გაიხსნება 20 სექტემბერს და დასრულდება 20 ოქტომბრის 17:00 საათზე.

საგრანტო კონკურსის მიზანია, ქედის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის თემების კეთილდღეობისა და ყოფითი პირობების გაუჯობესება, სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება და ინოვაციური პროექტების განხორციელება.

საგრანტო კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებები:
• სოფლის მეურნეობა
• ტურიზმი
• არასასოფლო სამეურნეო ეკონომიკური საქმიანობა
• განათლება, კულტურა, სპორტი
• გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა
• ქედის მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება (კომუნალური და სოციალური ინფრასტრუქტურა)

კონკურსის ფარგლებში გრანტები გაიცემა როგორც კომერციული, ისე სოციალური პროექტებისთვის.

კონკურსში განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ქედის მუნიციპალიტეტში ახორციელებენ ან გეგმავენ განხორციელებას.

კონკურსში მონაწილეობის მსურველები დეტალურად უნდა გაეცნონ ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიას და საგრანტო სახელმძღვანელოს. დაინტერესებულმა პირებმა, უნდა შეავსონ საპროექტო განაცხადის ფორმა და გამოგზავნონ ელ.ფოსტის მეშვეობით მისამართზე grant@kedalag.ge ან მოიტანეთ შევსებული განაცხადი მისამართზე ტბელ აბუსერიძის ქუჩა 10, დაბა ქედა, 2018 წლის 20 ოქტომბრის 17:00 საათამდე.

განაცხადისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი გთხოვთ იხილოთ აქ.

დამატებითი კითხვების, განმარტებების ან ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
+995 599 189 269
+995 577 104 833
+995 514 401 001

გაითვალისწინეთ, საგრანტო კონკურსი შედგება შემდეგი ეტაპებისგან:

I ეტაპი - ინტერესის გამოხატვა (იდეების კონკურსი)
II ეტაპი - სრული განაცხადის წარდგენა
III ეტაპი - საგრანტო განაცხადის დამტკიცება

პირველი ეტაპის წარმატებულ კანდიდატებს დავუკავშირდებით 2018 წლის 20 ნოემბრამდე.

პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge.



ევროკავშირის მხარდაჭერით, ხუთმა წარმატებულმა ქალმა ქედის მუნიციპალიტეტიდან ერევანში გამართულ საერთაშორისო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. 14-15 სექტემბერს, სომხეთის დედაქალაქი მასპინძლობდა კონფერენციას “ქალები სოფლის მეურნეობაში” და გამოფენა–გაყიდვას “მოსავლის ფესტივალი–სოფლად ცხოვრება და ტრადიციები”. ქალთა გაძლიერებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში სხვადასხვა ქვეყნიდან საგანგებოდ ჩამოსულმა ასამდე ქალმა მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციის ფარგლებში, CENN-მა წარადგინა ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი “ქედა ლიდერი”. მეწარმე თამარ ბალაძემ ქედის მუნიციპალიტეტიდან სომეხ ქალებს გაუზიარა თავისი გამოცდილება და სამომავლო გეგმები ჟოლოს წარმოების მიმართულებით. მეორე დღეს, გამოფენა–გაყიდვის ფარგლებში ფესტივალზე წარმოდგენილი იყო მაღალმთიანი აჭარაში წარმოებული ღვინო, თაფლი, მურაბები, თხილი, ყველი და სუნელები.

ოფიციალური საფესტივალო ღონისძიებების გარდა, ქედელ ქალებს შესაძლებლობა მიეცათ მოენახულებინათ ორგანიზაცია Green Lane-ის ორგანული ფერმა და მწვანე ცენტრი ერევნის სიახლოვეს. საქართველოსაკენ მომავალ გზაზე კი, მონაწილეები ეწვივნენ სოფელ ხაშტარაკს, სადაც ENPARD სომხეთის ერთ–ერთ ბენეფიციარს შეხვდნენ და მისი ჟოლოს ბაღი და წარმოება მოინახულეს. მასპინძელმა სტუმრებს გაუზიარა თავისი გამოცდილება სოფლად მცხოვრებ ქალტა საბჭოს წევრობაზე, რომელიც შექმნილი იქნა CENN-ისა და Green Lane-ის ერთობლივი ძალისხმევით პროექტის “ქალთა გაძლიერება ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში”.

პროექტის “ქედა ლიდერი” სამომავლო გეგმები ქალთა ჯგუფებთან მუშაობის მიმართულებით მოიცავს ტრენინგების, სემინარების, გაცვლითი ვიზიტებისა და სხვა ქალტა გაძლიერებაზე მიმართულ აქტივობებს, ადგილობრივი განვითარების სტრატეგიასთან შესაბამისობაში.

პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო–სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.


05.09.2018. ქედა, აჭარა - სოფლად ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება, გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მართვა და კატასტროფის რისკის შემცირება, ახალგაზრდებისა და ქალების ჩართულობის ხელშეწყობა - სწორედ აღნიშნული მიმართულებებია წარმოდგენილი ევროკავშირის მხარდაჭერით შემუშავებულ ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაში, რომელიც ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ დამტკიცდა.


სტრატეგიის დამტკიცებამდე, დოკუმენტის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა ადგილობრივი თემებისა და ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მთავრობისათვის. ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა, ევროკავშირის პარტნიორ ორგანიზაციებთან CENN-თან და დემოკრატიის ინსტიტუტთან ერთად საჯარო განხილვები დოკუმენტის სტრატეგიულ და პრიორიტეტულ მიმართულებებზე გამართა. ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მმართველმა საბჭომ განხილვების შედეგად მიღებული შენიშვნები და კომენტარები საბოლოო დოკუმენტში ასახა. შეხვედრების დროს, საზოგადოებას ასევე გააცნეს ინფორმაცია დაგეგმილი საგრანტო კონკურსის შესახებ, რომელიც გამოცხადდება ევროკავშირის ENPARD პრორამის ფარგლებში.


ქედის ადგილობრივი განვითარების სტარეტგია ხელმისაწვდომია გადმოწერისათვის ვებგვერდებზე www.enpard.ge და www.kedalag.ge.


პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge.


ქედის შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტი მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის შუაწელზე. ჩრდილოეთით, 38 კმ სიგრძეზე ქობულეთი ესაზღვრება, აღმოსავლეთით 24 კმ სიგრძეზე შუახევი, დასავლეთით 24 კმ სიგრძეზე ხელვაჩაური, სამხრეთით კი თურქეთის 17 კილომეტრიანი საზღვარი აკრავს. ქედის რაიონს სამხრეთით მიუყვება შავშეთის ქედი, ჩრდილო-აღმოსავლეთით მესხეთის ქედი, ჩრდილოეთითა და ჩრდილო-დასავლეთით – ქობულეთის ქედი.

მუნიციპალიტეტის საერთო ფართობი 452 კმ2-ია. მოსახლეობის რაოდენობა – 21,244. ქედის მუნიციპალიტეტში შედის 10 საკრებულო და 64 დასახლებული პუნქტი. ადმინისტრაციული ცენტრი დაბა ქედაა, რომელიც ზღვის დონიდან 200 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. 
პარტნიორები
დაარეგისტრირე იდეა - ფონი