ევროკავშირის მხარდაჭერით ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპს აცხადებს
ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ქედა ლიდერი“ ფარგლებში ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი, CENN და დემოკრატიის ინსტიტუტი აცხადებენ საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპს - სრული განაცხადის წარდგენა.

კონკურსის მეორე ეტაპი გაიხსნება 20 დეკემბერს და დასრულდება 25 იანვარს 17:00 საათზე.

საგრანტო კონკურსის მიზანია, ქედის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის თემების კეთილდღეობისა და ყოფითი პირობების გაუჯობესება, სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება და ინოვაციური პროექტების განხორციელება.

პირველ ეტაპზე დაფიქსირებული 306 განაცხადიდა, მეორე ეტაპზე გადავიდა 124 განაცხადი. განაცხადები წარმოდგენილია შემდეგი თემატური მიმართლებებით: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, გარემოსდაცვა, ახალგაზრდები და განათლება, სოციალური პროექტები.

მიმდინარე წლის 20-28 დეკემბერს საგრანტო კონურსის მეორე ეტაპის მონაწილეებისთვის დაგეგმილია პროექტის სრული განაცხადის მოსამზადებელი ტრენინგები.

შერჩეულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ საპროექტო განაცხადის ფორმა და გამოგზავნონ ელ.ფოსტის მეშვეობით მისამართზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ან მოიტანონ შევსებული განაცხადი მისამართზე ტბელ აბუსერიძის ქუჩა 10, დაბა ქედა, 2019 წლის 25 იანვრამდე 17:00 საათამდე.

განაცხადისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი გთხოვთ იხილოთ ვებგვერდზე.

დამატებითი კითხვების, განმარტებების ან ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
+995 599 189 269
+995 577 104 833
+995 514 401 001

გაითვალისწინეთ, საგრანტო კონკურსი შედგება შემდეგი ეტაპებისგან:

I ეტაპი - ინტერესის გამოხატვა (იდეების კონკურსი)
II ეტაპი - სრული განაცხადის წარდგენა
III ეტაპი - საგრანტო განაცხადის დამტკიცება

მეორე ეტაპის წარმატებულ კანდიდატებს დავუკავშირდებით 2019 წლის 25 თებერვლამდე.

პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge.



FaceBook Twitter Google
დაარეგისტრირე იდეა - ფონი