ქედის რესურსებისა და საჭიროებების კვლევა
ევროკავშირის მხარდაჭერით ქედის მუნიციპალიტეტის რესურსებისა და საჭიროებების კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. აღნიშნული კვლევა ჩატარდა და ანგარიში დაიბეჭდა ევროკავშირის ENPARD-ის პროექტის „ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის (ქედა ლიდერი)“ ფარგლებში, CENN-ის პარტნიორი ორგანიზაციის - საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის მიერ.
იხილეთ ელექტრონული ვერსია - ქედის რესურსებისა და საჭიროებების კვლევა
156 გვერდიანი ანგარიში მოიცავს როგორც სამაგიდო, ისე თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის შედეგებს. პუბლიკაცია თითოეული თემის დონეზე ფარავს ისეთ საკითხებს როგორიცაა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ინფრასტრუქტურა, ორგანიზაციების განვითარების დონე, ადგილობრივი ინტერესები და ინტერესთა ჯგუფები.
სხვა სოციო-ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად, კვლევამ აჩვენა რომ სფეროები, რომლებშიც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს გარკვეული გამოცდილება და ხედავს ადგილზე მათი განვითარების პერსპექტივას არის ძირითადად სოფლის მეურნეობა და ტურიზმი. პრობლემის სახით გამოვლინდა სკოლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდების მიგრაცია მუნიციპალიტეტიდან. შიდა (მაგ. ბათუმში და თბილისში) და გარე (ძირითადად თურქეთში) მიგრაციის ძირითად მიზეზად სახელდება სწავლის გაგრძელების და შედარებით მაღალანაზღაურებადი სამსახურების ნაკლებობა მუნიციპალიტეტში. სამაგიდე კვლევამ აჩვენა, რომ 2018 წლის აგვისტოს მონაცემებით, ქედის მუნიციპალიტეტში სოციალური დახმარების მიმღებთა წილი მოსახლეობაში (ქედის მოსახლეობის 22,9%) გაცილებით მაღალია ვიდრე მთლიანად აჭარაში (10%) და საქართველოში (11.1%).
იქიდან გამომდინარე, რომ კვლევა აჩვენებს ადგილობრივი მოქალაქეების საჭიროებებს და მათ ხედვას განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებით, მისი შედეგები გამოყენებულ იქნება ადგილობრივი განვითარების ჯგუფის და სხვა დაინტერესებული მხარეების მიერ ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის, ისევე როგორც სხვა აქტივობების, მონიტორინგის და შეფასების დაგეგმვისას.
კვლევა ჩატარდა კვლევის ოთხწევრიანი გუნდის და ცხრა ინტერვიუერის (თითო ინტერვიუერი თითო თემისთვის) მიერ. კვლევა სამკომპონენტიანია და მოიცავს როგორც სამაგიდე, ისე თვისებრივი (სიღრმისეული ინტერვიუები და ფოკუს ჯგუფები) და რაოდენობრივი კვლევის (ინტერვიუერის მიერ ადმინისტრირებული გამოკითხვა) ნაწილს. ჯამში თვისებრივ კვლევაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელმა 64-მა ადამიანმა, ხოლო რაოდენობრივმა კვლევამ მოიცვა 292 ადგილობრივი მოსახლე სხვადასხვა თემში.
კვლევის პირველადი შედეგების განხილვის და უკუკავშირის მიღების მიზნით ჩატარდა 10 სამუშაო და ერთი ინდივიდუალური შეხვედრა ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან. შეხვედრებს დაესწრო სულ 157 ადამიანი მათ შორის 10 მუნიციპალიტეტის 146 წევრი, 10 ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის საბჭოს წარმომადგენელი და ქედის მუნიციპალიტეტის მერი. მიღებული უკუკავშირი ინტეგრირდა კვლევის საბოლოო ანგარიშში.
პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge.