პროექტები
სტრატეგიული მიმართულება: სოფლის მეურნეობა

ფიზიკური პირი ნელი ბოლქვაძის პროექტი გულისხმობს 600 მ2 ჟოლოს სათბურის მოწყობას, თანამედროვე-მაღალმოსავლიანი ჯიშების გაშენებას, სარწყავი სისტემის მოწყობას. აღსანიშნავია, რომ ადგილზე ნედლ ჟოლოზე მზარდი მოთხოვნაა, რაც აღნიშნული ბიზნესის წარმატების საწინდარია.

პროექტის განხორციელების შედეგად დასაქმდება 2 ქალი და 1 კაცი.


პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 10,000 ლარი
ევროკავშირის დაფინანსება: 8,500 ლარი
თანადაფინანსება: 1,500 ლარი

სტრატეგიული მიმართულება: განათლება, კულტურა, სპორტი

მურად თავართქილაძის პროექტი ითვალისწინებს ქართული ხალხური საკრავის ჭიბონის დამზადებას, მის პოპულარიზაციას, ახალგაზრდების დაინტერესებას და სწავლებას.


პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 5,000 ლარი
ევროკავშირის დაფინანსება: 4,500 ლარი
თანადაფინანსება: 500 ლარი

სტრატეგიული მიმართულება: სოფლად ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია და ტურიზმი


მანანა დუმბაძის პროექტი გულისხმობს საოჯახო სასტუმროს მოწყობას, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ ადგილზე მოყვანილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები და ტრადიციული კერძები, გაეცნონ აჭარის ფოლკლორს.

პროექტის განხორციელების შედეგად დასაქმდება 5 ადამიანი.


პროექტის მთლიანი ბიუჯეტი:
40,000 ლარი
ევროკავშირის დაფინანსება: 28,000 ლარი
თანადაფინანსება: 12,000 ლარი

სტრატეგიული მიმართულება: სოფლად ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია და ტურიზმი


საინიციატივო ჯგუფი - ამხანაგობა „სამზიარი“-ს პროექტი გულისხმობს მარნისა და საოჯახო სასტუმროს მოწყობას ასევე სადემონსტრაციო ვენახის გაშენებას, დასასვენებელი ფანჩატურებისა და საკემპინგე ადგილების კეთილმოწყობას.

პროექტის განხორციელების შედეგად დასაქმდება 3 კაცი და 5 ქალი.



პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 60,000 ლარი
ევროკავშირის დაფინანსება: 42,000 ლარი
თანადაფინანსება: 18,000 ლარი

სტრატეგიული მიმართულება: სოფლად ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია და ტურიზმი


ხათუნა ბოლქვაძის პროექტი გულისხმობს ავტოსამრეცხაოს გაფართოვებასა და მუნიციპალიტეტში აღნიშნულ სერვისზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ასევე დამატებით ხალიჩების რეცხვის სერვისის შეთავაზებას.

პროექტის განხორციელების შედეგად დასაქმდება 4 კაცი და 1 ქალი.


პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 9,000 ლარი
ევროკავშირის დაფინანსება: 7,565 ლარი
თანადაფინანსება: 1,435 ლარი

სტრატეგიული მიმართულება: სოფლის მეურნეობა


ჯუმბერ ბეჟანიძის პროექტი მოიცავს მარწყვის თანამედროვე სათბურის მოწყობას, რომელიც გულისხმობს კულტურის იარუსებზე/სტელაჟებზე მოყვანას. პროექტის განხორციელებით უზრუნველყოფილი იქნება ვეგეტაციის პერიოდის და შესაბამისად წარმოების მოცულობის გაზრდა.

პროექტის განხორციელების შედეგად დასაქმდება 2 კაცი და 1 ქალი.


პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 18,000 ლარი
ევროკავშირის დაფინანსება: 14,400 ლარი
თანადაფინანსება: 3,600 ლარი

სტრატეგიული მიმართულება: სოფლად ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია და ტურიზმი


ირაკლი სირაბიძის საოჯახო სასტუმროს პროექტი „ღვინო და პოლიფონია“ ითვალისწინებს საოჯახო სასტუმროს მოწყობას, ასევე ახალი ხის კოტეჯის მშენებლობას. ნომრები სრულად მოეწყობა ძველ ტრადიციულ სტილში, თითოეულ ნომერს ექნება თემატური სახელი (მაგალითად ცოლიკაური, ჭიბონი და ა.შ.). სახელწოდების შესაბამისი დეტალებით გაფორმდება და განთავსდება ინფორმაცია როგორც აჭარის შესახებ (ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენაზე).


პროექტის განხორციელების შედეგად დასაქმდება 4 ადამიანი.


პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 40,550 ლარი
ევროკავშირის დაფინანსება: 28,050 ლარი
თანადაფინანსება: 12,500 ლარი

სტრატეგიული მიმართულება: სოფლის მეურნეობა


ფიზიკური პირი ინგა ბერიძის პროექტი გულისხმობს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურში ვაზის სანერგე-სასათბურე მეურნეობის მოწყობას. მეურნეობაში გამოყვანილი იქნება ჩხავერის, ცოლიკაური, საწურის, ხაფათურის ჯიშის ვაზის ნერგები.

პროექტის განხორციელების შედეგად დასაქმდება 3 ადამიანი.



პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 10,000 ლარი
ევროკავშირის დაფინანსება: 8,500 ლარი
თანადაფინანსება: 1,500 ლარი

სტრატეგიული მიმართულება: სოფლად ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია და ტურიზმი


იმედა მახაჭაძის პროექტი „ვაიოს მარანი“ არის საოჯახო ტიპის მარანი, სადაც საკუთარი და შესყიდული ნედლეულის ბაზაზე დამზადდება შუშის ტარაში ჩამოსხმული ღვიონები. ობიექტი ასევე მოემსახურება ტურისტებს.

პროექტის განხორციელების შედეგად დასაქმდება 2 კაცი და 1 ქალი.


პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 58,693 ლარი
ევროკავშრის დაფინანსება: 40,993 ლარი
თანადაფინანსება: 17,700 ლარი

სტრატეგიული მიმართულება: სოფლად ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია და ტურიზმი

მაღალმთიან აჭარაში ტურისტების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, ტურისტთა რაოდენობა მაღალმთიან აჭარაში 98%-ით გაიზარდა და 46’592 ვიზიტორი შეადგინა (რაც შეეხება აჭარის რეგიონს, მას 2017 წელს 1’683’000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა). აქედან, ყველაზე მეტი 20’298 ვიზიტორი ქედის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა.

 

Hill Inn ინოვაციური ტიპის დასასვენებელი ადგილია ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოში.

პროექტის ფარგლებში ქართული სტარტაპი დავით არძენაძემ დააფუძნა.

 

სტარტაპის მიზანია დამსვენებელს საქართველოს მთიან რეგიონში განსხვავებული და კომფორტული სერვისი შესთავაზოს.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა ლაქშერი კემპინგის სივრცე - Hill inn, რომელიც სტუმრებს სთავაზობს:

  • კომფორტულ ნომრებს პანორამული ხედებით
  • კინოთეატრსა და მცირე ბიბლიოთეკას
  • მოსასვენებელ სივრცეებს
  • სპა აუზს/ჯაკუზსა და საუნას

 

სასტუმრო აწყობილია სპეციალური კონსტრუქციითა და ტენტებით, რომელსაც გეოდეზიური სფეროს ფორმა აქვს. პროექტის ფარგლებში დაიდგა ორი იზოლირებული ასეთი გლემფინგის კონსტრუქცია უნიკალური ხედებით - რაც შესაძლებელი გახდა ტენტის გამჭირვალე ნაწილის შედეგად. სასტუმრო განთავსებულია ბუნების წიაღში, ტყესთან ახლოს.

 

გლამპინგში მოწყობილია მცირე სამზარეული, სველი წერტილი და საძინებელი; დამონტაჟებულია  მცირე კინოთეატრი (პროექტორი და ეკრანი).

 

დავით არძენაძეს ბიზნესის მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, რის ფარგლებშიც ასევე მუშაობდა ბიზნეს კონსულტანტის, ეკონომისტისა და ფინანსურ მენეჯერის პოზიციაზე. ამასთანავე, მას  დიდი გამოცდილებააქვს ტურიზმის სექტორშიც და 2016 წლიდან ტურისტულ კომპანიაშია დასაქმებული.

 

პროექტის შედეგად დასაქმდება 4 ადამიანი.

პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 37980 ლარი
ევროკავშირის დაფინანსება: 26580 ლარი
თანადაფინანსება: 11400  ლარი

 

სტრატეგიული მიმართულება: სოფლად ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია და ტურიზმი


ფრიდონ გვარიშვილის პროექტი “Fridon House” არის საოჯახო ტიპის სასტუმრო კოტეჯებით და მოიცავს ეკოტურიზმის, სალაშქრო ტურების, ორნითოლოგიის, ეთნო და გასტრონომიული ტურიზმის კომპონენტებს.

პროექტის განხორციელების შედეგად დასაქმდება 2 კაცი და 2 ქალი.


პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 59,855 ლარი
ევროკავშირის დაფინანსება: 41,800 ლარი
თანადაფინანსება: 18,055 ლარი

სტრატეგიული მიმართულება: სოფლად ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია და ტურიზმი


ავთანდილ ცინცაძის პროექტი გულისხომბს ვენახის სარების/ბოძების დამზადებას და ვენახის გაშენების სერვისის შეთავაზებას ადგილობრივი ფერმერებისათვის.

პროექტის განხორციელების შედეგად დასაქმდება 3 ადამიანი.


პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 9,700 ლარი
ევროკავშირის დაფინანსება: 8,245 ლარი
თანადაფინანსება: 1,455 ლარი

სტრატეგიული მიმართულება: სოფლად ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია და ტურიზმი


საინიციატივო ჯგუფის „ამხანაგობა აჩი 10“-ის პროექტი გულისხობს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კორომხეთში საოჯახო მარნისა და სასტუმროს მოწყობას.

პროექტის განხორციელების შედეგად დასაქმდება 3 კაცი და 2 ქალი.


პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 33,500 ლარი
ევროკავშირის დაფინანსება: 23,450 ლარი
თანადაფინანსება: 10,050 ლარი

დაარეგისტრირე იდეა - ფონი