ქედის LAG, იწყებს ახალ პროექტს თანამშრომლობა და მობილობა სოფლის მდგრადი განვითარებისთვის!
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის (სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამას, ENPARD III ფაზა) მიერ და მხარდაჭერილია გაეროს განვითარების პროგრამის, პროექტ „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“-ის ინიციატივა „ჭკვიანი სოფლები (Smart Villages)-ს ფარგლებში.
COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეულმა პანდემიამ ბიზნეს სექტორი, განსაკუთრებით კი ადგილობრივი მცირე ბიზნესები ტურიზმისა თუ სოფლის მეურნეობის სექტორში, დიდი გამოწვის წინაშე დააყენა.
ამ გამოწვევების საპასუხოდ ქედა LAG-მა შეიმუშავა ინოვაციური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ბიზნესების გაძლიერებას ბიზნეს კავშირების მხარდაჭერით და ადგილობრივი პროდუქციისა და სერვისების მარკეტინგით როგორც მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
პროექტის ფარგლებში შეიქმნება ინტერაქტიული ორ-ენოვანი ელექტრონული პლატფორმა, სადაც მოცემული იქნება დეტალური ინფორმაცია ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო სამეურნეო სექტორებში მოქმედი ადგილობრივი ბიზნესების შესახებ. პორტალზე განთავსებული იქნება ინფორმაცია სხვადასხვა სერვისპროვადერის შესახებ. თითოეული ბიზნესისთვის შეიქმნება ბიზნეს პროფილი, სადაც აღწერილი იქნება ის პროდუქტები და სერვისები, რომლებსაც ისინი მომხმარებლებს სთავაზობენ.
პლატფორმა ერთმანეთთან დააკავშირებს ადგილობრივ ბიზნესებს და ფასილიტაციას გაუწევს მათ თანამშრომლობას როგორც ერთმანეთთან, ისე მუნიციპალიტეტს ფარგლებს გარეთ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბიზნესების გაძლიერებას და პროდუქტებისა და სერვისების მარკეტინგს/პოზიციონირებას მუნიციპალიტეტის გარეთ.
პლატფორმას ასევე ექნება ახალი ამბების მიმართულება, სადაც რეგულარულად მოხდება სხვადასხვა სექტორში არსებული ახალი შესაძლებლობების გაშუქება და ასევე, COVID-19-თან დაკავშირებული ახალ რეგულაციების შესახებ განახლებული ინფორმაციის მოწოდება.
პროექტის ფარგლებში, ციფრული და ბიზნეს უნარების გაძლიერების მიზნით, ადგილობრივ ბიზნესს სექტორის წარმომადგენლებს ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგი მიმართულებებით: ონლაინ პლატფორმის მართვა, ონლაინ სერვისები, თანამედროვე სმარტ ტექნოლოგიები, ონლაინ მარკეტინგი, ბიზნეს უნარები და სხვა.