წარმატებული პროექტების კატალოგის შემუშავება

პროექტი: ქედა ლიდერი

დაფინანსების წყარო: ევროკავშირის ENPARD პროგრამა

სერვისი: კატალოგის მომზადება

საქმიანობის აღწერა

 

კონტრაქტორს დაევალება  პროექტის  კატალოგის შემუშავება რომელშიც წარმოდგენილი იქნება პროექტის ‘ქედა ლიდერი’ ფარგლებში დაფინანსებული პროექტები და ბენეფიციარები.

დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ვებ გვერდზე:

http://www.kedalag.ge/ka/proeqtebi

 

მომსახურეობა უნდა მოიცავდეს:

-        კონტენტის შემუშავებას/მორგებას კატალოგის ფორმატზე, შემდეგი ქვე-თავებით:

  • ინფორმაცია ქედის შესახებ;
  • ინფორმაცია პროექტის შესახებ;
  • ინფორმაცია ბენეფიციარებისა და მათი პროექტების შესახებ.

-        კატალოგის დიზაინს

პროდუქტის მთავარი სამიზნე ჯგუფები:

კატალოგი გავრცელდება ბიზნეს ფორუმზე, რომლის მიზანია ქედის მუნიციპალიტეტში ინვესტიციების მოძიება, როგორც ტურიზმის, ისე სხვა სექტორებში.

 

  • დონორი ორგანიზაციები
  • პოტენციური ინვესტორები
  • სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები

 

პროდუქტის კონკრეტული მიზნები

  • ადგილობრივი წარმატებული ბიზნესების გაცნობა დონორი ორგანიზაციებისა და პოტენციური ინვესტორებისათვის
  • ქედის ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩენა
  • პროექტის ‘ქედა ლიდერი’ შედეგების წარმოჩენა

 

კატალოგი უნდა მომზადდეს ქართულ და ინგლისურ ენაზე.

 

CENN უზრუნველყოფს ბენეფიციარებისა და პროექტების პროფესიული ფოტო-მასალას.

 

კატალოგის მომზადების ყოველი ეტაპი იქნება პროექტის გუნდთან წინასწარ შეთანხმებული.

 

განაცხადის გამოგზავნისას უნდა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

-        პორთფოლიო მსგავი პროექტების;

-        დეტალური ბიუჯეტი;

-        გუნდის წევრების CV-ები;

-        დეტალურად გაწერილი სამუშაო გრაფიკი, კონკრეტული ვადების მითითებით.

პროექტის „ქედა ლიდერი“ ფარგლები დაფინანსდა 90-ზე მეტი ბენეფიციარი, სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის, ტურიზმის, კულტურისა და სოციალური მიმართულებით.

 

 

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის მიჰყევით შემდეგ ლინკს: http://www.kedalag.ge

 

შემოთავაზებები გამოაგზავნეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

 

შემოთავაზების წარდგენის ბოლო ვადაა 24 სექტემბერი 2020.

FaceBook Twitter Google
დაარეგისტრირე იდეა - ფონი