ვიწყებთ LAG-ის ახალი წევრების მიღებას

ვიწყებთ LAG-ის ახალი წევრების მიღებას!

თუ ცხოვრობ ქედის მუნიციპალიტეტში, ხარ აქტიური მოქალაქე და გინდა ჩაერთო ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების პროცესში, შეავსე ქვემოთ მოცემული აპლიკაციის ფორმა.

ჩვენ ვართ მუნიციპალიტეტის, კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულ აქტიურ მოქალაქეთა გაერთიანება, რომელიც ჩართულია სოფლის განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრაში, ქედის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში, სტრატეგიის შესაბამისი საგრანტო პროექტების შერჩევასა და მათ მონიტორინგში.

ამჟამად ვიღებთ ჯგუფში ახალ წევრებს. გთხოვთ დაინტერესებულ პირებმა შეავსეთ მოცემული ფორმა: https://forms.gle/xfpUoocsvH2Qfkfm9


ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) ჩამოყალიბდა ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია CENN პარტნიორებთან ერთად.

ადგილობრივი განვითარების ჯგუფში (LAG – Local Action Group) მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მუნიციპალიტეტის განვითარებით.



 

FaceBook Twitter Google
დაარეგისტრირე იდეა - ფონი