წაბლის ბოძების ჩანაცვლების შესაძლებლობები აჭარაში

CENN–მა, წაბლის უნიკალურ კორომებზე არსებული სამეურნეო და კომერციული ზეწოლის შემცირების მიზნით, სავენახე სარზე რეგიონში არსებული მოთხოვნა შეაფასა.

კვლევის ფარგლებში, შეგროვდა ინფორმაცია იმ საოჯახო და კერძო მეურნეობების შესახებ, რომლებიც უახლოეს პერიოდში აპირებენ სარის შესყიდვას ვენახების გასაშენებლად და უწევთ შესაბამისი არჩევანის გაკეთებას ხისა და ცემენტის სარს შორის.

კვლევას აქვს პრაქტიკული დანიშნულება როგორც მევენახეობისთვის, ასევე სამეწარმეო მარკეტინგის და სამთავრობო თუ საერთაშორისო მხარდაჭერის პროგრამების დაგეგმვა–განხორციელების პროცესში.

კვლევისა და მისი დამხმარე დოკუმენტაციის საშუალებით, ცემენტის სარების საწარმოს საშუალება ექნება, წარმოების მოცულობა ზუსტად მოარგოს ბაზრის მოთხოვნებს, ხოლო მარკეტინგისთვის უშუალოდ დაუკავშირდეს პოტენციურ მყიდველებს სარეკლამო და ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის განხორციელების მიზნით.

კვლევა ჩატარდა ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისთვის პროექტის ფარგლებში, რომელიც ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ქედაში რკინა-ბეტონის ბოძების წარმოება დაიწყო 2019 წელს, ინდმეწარმე ავთანდილ ცინცაძის მიერ, „ქედა ლიდერი“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, ევროკავშირის მხარდაჭერით (ENPARD – სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამა საქართველოში) და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით.

 

ინიციატივის საბოლოო მიზანი აჭარის წაბლნარების კონსერვაცია და წაბლის დაავადების გავრცელების პრევენციაა.


იხილეთ კვლევა - მევენახეობაში გამოყენებული წაბლის ბოძების ჩანაცვლების შესაძლებლობები აჭარაში

 

FaceBook Twitter Google
დაარეგისტრირე იდეა - ფონი