ევროკავშირის მხარდაჭერით CENN მარკეტინგისა და კომუნიკაციის დისტანციური ტრენინგის ჩატარებას იწყებს ქედის მუნიციპალიტეტში

2020 წლის 1 აპრილიდან,  ქედის მუნიციპალიტეტში, ევროკავშირის  ENPARD-ის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ქედა ლიდერი“ ფარგლებში, CENN-სა და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ორგანიზებით პროექტის ბენეფიციარებს მარკეტინგისა და კომუნიკაციის ერთკვირიანი დისტანციური ტრენინგი ჩაუტარდებათ.

 

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან მარკეტინგის საკვანძო თემებს როგორიცაა: ბრენდინგი, რეკლამა, პროდუქტი, სასარგებლო სოციალური პლატფორმები და მათი მართვა, ლოიალური მომხმარებლის შემქნა, მარკეტინგული გეგმის შემუშავება და სხვა.

 

ქვეყანაში გავრცელებული პანდემიით შექმნილი მგდომარეობიდან გამომდინარე , მონაწილეებს ტრენინგი დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში ჩაუტარდებათ. ტრენინგი გადანაწილებულია ერთ კვირაზე, რომელიც მოიცავს დღეში ორ საათიანი სემინარების ჩატარებას. ტრენინგის ფარგლებში, თეორიულ ცოდნის მიღებასთან ერთად, მონაწილეები ასევე შეასრულებენ პრაქტიკულ დავალებებს.

 

ტრენინგში მონაწილეობას მიიღებენ პროექტის ‘ქედა ლიდერი’ ბენეფიციარი მეწარმეები. ტრენინგის მიზანია ბენეფიციარების მარკეტინგული და საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, მათი ბიზნესისა და საწარმოების განვითარების ხელშეწყობისთვის.

 

პროექტიქედა ლიდერიხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებგვერდს: www.enpard.ge.

 

FaceBook Twitter Google
დაარეგისტრირე იდეა - ფონი