ENPARD-ის პარტნიორმა ორგანიზაცია CENN-მა ევროკავშირის პროექტების „ქედა ლიდერი“ და „ეს წალკაა“ მრჩეველთა საბჭოს შეხვედრას უმასპინძლა

 

2020 წლის 25 თებერვალი. ბულაჩაური -ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტების “ქედა ლიდერი“ და „ეს წალკაა“ ფარგლებში, CENN-მა მრჩეველთა საბჭოს მორიგ შეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ENPARD-ის  პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მრჩეველთა საბჭოს შეკრების მიზანი იყო, პროექტების ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობების გაცნობა,  მონაწილეთა შორის ინფორმაციისა და რეკომენდაციების ურთიერთგაცვლა და სამომავლო თანამშრომლობის განვითარება.

 

ღონისძიება გახსნა CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა ჯანაშიამ. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და „ქვემოდან ზემოთ“ მიდგომაზე ისაუბრეს, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში - სოფლის განვითარების პროგრამის ოფიცერმა ქეთევან ხუციშვილმა და ატაშემ, სოფლის მეურნეობის, მეთევზეობისა და სურსათის უვნებლობის პროგრამის ოფიცერმა ჟორჟ დეუმ.

 

„ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზანია გავუზიაროთ ერთმანეთს პროექტების ფარგლებში მიღებული გამოცდილება და ის გამოწვევები, რაც მივიღეთ პროექტების განხორციელების დაწებიდან დღემდე და რაც საინტერესო უნდა იყოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისთვის. ღონისძიებაში მონაწილებენ ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში წარმომადგენელები, აჭარის ა/რ გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, სხვადასხვა LAG-ების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები, რაც კარგი საშუალებაა შეხედულებებისა და პოზიციების სხვადასხვა კუთხით გაზიარებისთვის. ძალიან დიდი მადლობა ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში, როგორც პოლიტიკური, ისე ფინანსური დახმარებისთვის, რადგან ორივე ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. აღსანიშნავია, რომ სოფლის განვითარების პროგრამის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა, სიმბოლურად, სოფელში, ბულაჩაურის მწვანე ცენტრში მოვაწყვეთ, სადაც ადგილობრივი ქალები არიან დასაქმებულები. - ნანა ჯანაშია.

 

 

„ძალიან მიხარია, რომ ის ინტერესი, რაც რეგიონებში არის რეგიონის ადგილობრივ დონეზე განვითარების ნაწილში, უფრო მეტად ჩნდება იმ საქმეში, რასაც ევროკავშირი საქართველოსთვის აფინანსებს. ის ნელი ნაბიჯები, მაგრამ მაინც მყარი წინსვლა, რაც სოფლის განვითარებას ამ ქვეყანაში თან სდევს, დემოკრატიული პროცესების უპირველესი საწყისია. ევროკავშირი რასაც საქართველოში აკეთებს არის დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობა იმ ლოგიკით, რა ლოგიკასაც დემოკრატია უნდა ეფუძნებოდეს. სოფლის მეურნეობის განვითარება, უნდა დაწყებულიყო სწორედ იმ ადამიანების უშუალო ჩართულობით და საჭიროებების განსაზღვრით, რომლებიც დგანან არსებული პრობლემების წინაშე და არიან ამ პრობლემების ყოველდღიურობის მონაწილეები. ჩვენ როგორც, ერთის მხრივ საქართველოს პოლიტიკური ხაზის განმსაზღვრელები და მეორეს მხრივ რესურსის შემომტანები ვიძლევით ქვეყნის სოფლის მეურნეობის და სახელმწიფოებრიობის განვითარების საშუალებას დემოკრატიული პრინციპების, ადგილობრივი საჭიროებების განსაზღვრის და „ქვემოდან ზემოთ“ მიდგომის დანერგვის გზით. ამ განვითარების მიღწევაში ჩართული სხვადასხვა განმახორციელებელი ორგანიზაციებისა და აქტორების როლი მნიშვნელოვანია, ისევე როგორც სახელმწიფოს მხრიდან მზაობის და ხელშეწყობის გამოხატვა. მნიშვნელოვანია ასევე, LAG-ები მდგრადობის ხელშეწყობა, რათა პროექტების დასრულების შემდგ, მათ შეძლონ და გააგრძელონ ოპერირება“. - ქეთევან ხუციშვილი.

 

”მე მჯერა, რომ „ქვემოდან ზემოთ“ მიდგომა მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ადგილობრივი განვითარებისთვის, არამედ ადგილობრივი დემოკრატიისთვისაც და რასაც ახლა თქვენ აშენებთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სამომავლოდ საქართველოსთვის. ჩვენ ძგვიხარია, რომ თქვენ მიყვები ევროკავშირის მიდგომას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს მიდგომა საკუთარი გახადოთ, რადგან თქვენ არ ხართ იგივე კონტექსტში, როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნები. თქვენ უნდა იპოვოთ ის გზები, რომლებიც მომგებიანი იქნება თქვენი თემებისთვის, ხოლო მთავრობისგან აღიარება და ღიაობა მნიშვნელოვანია სამომავლოდ უკეთესი განვითარებისა და მდგრადობისთვის. ”- ჟორჟ დეუ.

 

შეხვედრაზე ქედისა და წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების თავმჯდომარეებმა წარადგინეს პრეზენტაციები და ისაუბრეს მუნიციპალიტეტებში პროექტების მიმდინარეობის და ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქმიანობის შესახებ. პრეზენტაციის ფარგლებში, რიგი თანამშრომლობის ინიციატივები წარმოდგენილ იქნა LAG-ების თავმჯდომარეების მიერ.  ასევე, მონაწილეებს ENPARD-ის III ფაზის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობა გააცნეს საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ეროვნულმა მენეჯერმა ნოდარ კერესელიძემ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ENPARD-ის საგრანტო მენეჯმენტის ეროვნულმა ექსპერტმა, ჯუბა მარუაშვილმა.

 

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე, რომელთა წინაშეც დღეს LAG–ები დგანან. სამთავრობო სტრუქტურის, განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ადგილობრივი თვითმმართველობების წევრებმა განიხილეს „ქვემოდან ზემოთ“ მიდგომის მნიშვნელობა და LAG-ების მდგრადობის მნიშვნელობა ადგილობრივ მმართველ დონეზე.

 

„ძალიან კარგია, რომ ვხვდებით და ასე დეტალურად განვიხილავთ სოფლის განვითარების საკითხებს. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის სოფლის განვითარება და უნდა ითქვას, წელს უკვე გვაქვს მცირე საწარმოების განვითარების საგრანტო პროგრამა და ადგილობრივ მოსახლეობასთან და LAG-ებთან თანამშრომლობით ვეცდებით უფრო განვავითაროთ ეს პრიორიტეტული მიმართულება. გარდა ამისა, სახელმწიფოს მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების, LAG-ების აღიარება და მათი ხელშეწყობა მნიშვნელოვანია სოფლის, რეგიონის და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.“ - განაცხადა აჭარის ა/რ გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ, ჯამბულ ხოზრევანიძემ

 

გარდა აღნიშნულისა, შეხვედრაზე განიხლულ იქნა შემდეგი თემები: ევროპის მწვანე ხელშეკრულება და მისი კავშირი საქართველოსთან; LEADER მიდგომის ეფექტურობა, ნარჩენების მართვის, მწვანე ეკონომიკის, საზოგადოების მობილიზაციისა და LAG–ების ჩართულობის მნიშვნელობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და LAG-ების თანამშრომლობა სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუტებსა და ადგილობრივი თვითმმართველობებთან.

 

შეხვედრის ბოლოს მონაწილეები მიმდინარე პროექტების დაახლოვებასა და შესაძლებლობების არსებობის შესაბამისად, აქტივობების თანამშრომლობით განხორცილებაზე შეთანხმდნენ.

 

პროექტებს „ქედა ლიდერი“ და „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN,  საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD), ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR), საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით.  პროექტების მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

 

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.

 

დამატებითი ინფორმაცია ქედისა და წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე www.kedalag.ge და www.tsalkalag.ge

 

საკონტაქტო პირები:

  • მარი კიკვაძე, CENN-ის კომუნიკაციის ასისტენტი, +995 577 95 90 20, This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

 

 

FaceBook Twitter Google
დაარეგისტრირე იდეა - ფონი