ევროკავშირის მხარდაჭერით ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მმართველი საბჭოსთვის პროექტის ციკლის მართვის, მონიტორინგის და შეფასების სასწავლო კურსი ჩატარდა
1-3 მარტს, ევროკავშირის მხარდაჭერით, დაბა ქედაში, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მმართველი საბჭოს ცხრა წევრისთვის და კოორდინატორისთვის, სასწავლო კურსი „პროექტის ციკლის მართვა, მონიტორინგი და შეფასება“ ჩატარდა. კურსი ევროკავშირის ENPARD-ის პროექტის „ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის (ქედა ლიდერი)“ ფარგლებში საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის, CENN-ის პარტნიორი ორგანიზაციის მიერ იყო ორგანიზებული. იგი მიზნად ისახავდა ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მმართველი საბჭოს წევრებში პროექტის ციკლის მართვის, მონიტორინგის და შეფასების ცოდნის/უნარ-ჩვევების განვითარებას. ტრენინგი შექმნილია ზრდასრულთა განათლების მეთოდების გამოყენებით, რაც განაპირობებს მონაწილეთა მაქსიმალურ ჩართულობას.
აღნიშნული ტრენინგი მეექვსე საგანმანათლებლო აქტივობაა ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მმართველი საბჭოს გაძლიერებისთვის. პროექტის ფარგლებში, 12 ტრენინგია დაგეგმილი სხვადასხვა თემაზე რათა მოხდეს მმართველი საბჭოს ცოდნის და უნარების განვითარება და წარმატებული ფუნქციონირება.
პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge.