CENN მასპინძლობს ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი GALAG-ის გარემოსდაცვითი ჯგუფის სამუშაო შეხვედას
2019 წლის 5-6 თებერვალს, ორგანიზაცია CENN უმასპინძლებს GALAG-ის (საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაცია) გარემოსდაცვითი ჯგუფის სამუშაო შეხვედრას ბულაჩაურის მწვანე ცენტრში. შეხვედრის მიზანია GALAG-ის წევრი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შორის გარემოსდაცვით გამოწვევებზე დისკუსიის წარმართვა, მდგრადი განვითარების მისაღწევად თანამედროვე მიდგომების გაცნობა და GALAG-ის გარემოსდაცვითი ჯგუფის მხარდაჭერა მიღებული ცოდნისა და ინფორმაციის ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა აქტივობებში დასანერგად.
CENN-ის ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხები, როგორიცაა: კლიმატის ცვლილება წარმოდგენილი გლობალურიდან ადგილობრივ კონტექსტამდე; ტყის რესურსის გონივრული მართვისა და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მნიშვნელობა მდგრადი განვითარებისათვის; საქართველოში ნარჩენების მართვის სექორში არსებული გამოწვევები, გადაჭრის გზები და ადგილობრივი თემების როლი ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვის პროცესში; საზოგადოებისათვის სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ინფორმაციის გაცვლა სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების შესახებ; აგრეთვე, ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირებისა და მართვის ეფექტიანი სისტემების მნიშვნელობა ადგილობრივი თემების მედეგობისათვის.
ამჟამად, GALAG აერთიანებს ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში შექმნილი ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) წარმომადგენლებს. GALAG-ის სამუშაო ფორმატის გათვალისწინებით, ENPARD-ის ერთ-ერთი პარტნიორი ორგანიზაცია CENN ჯგუფის გარემოსდაცვით მიმართულებას გაუძღვება. დამატებით, აღსანიშნავია, რომ გარდა ზემოაღნიშნული 8 LAG-ისა, შეხვედრას დაესწრებიან იმ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც, სადაც ასევე იგეგმება ENPARD-ის პროგრამის განხორციელება. აღნიშნული სამუშაო შეხვედრა წარმოადგენს მონაწილების გაცნობისა და ინფორმაციის გაცვლის კარგ შესაძლებლობას.
პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge.
დამატებითი ინფორმაცია ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე www.kedalag.ge
საკონტაქტო პირები:

- ნინო გაფრინდაშვილი, CENN-ის პროექტის მენეჯერი, +995 593 92 48 44, This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
- თამარ ხუნწარია, ENPARD-ის საინფორმაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, +995 595 98 99 16, This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it