ტენდერი: ქედის მუნიციპალიტეტის საკომუნიკაციო სტრატეგიის მომზადება
პროექტის სახელწოდება: ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის (ქედა ლიდერი)
მიზნობრივი ტერიტორია: საქართველო, აჭარის ა/რ
დაფინანსების წყარო: ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში
პროექტის ხანგრძლივობა: 1 მაისი, 2017 – 28 თებერვალი, 2021
ძირითადი ინფორმაცია: ქედის მუნიციპალიტეტისათვის საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება იგეგმება ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ქედა ლიდერი“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია CENN. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკურენტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

ტექნიკური დავალების მიზანი: ქედის მუნიციპალიტეტის საკომუნიკაციო სტრატეგიის მიზანია დაეხმაროს მუნიციპალიტეტის წარმოჩენას ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

ტექნიკური დავალების აღწერა:
• კონტრაქტორმა უნდა უზრუნველყოს პროექტის ჯგუფთან და მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით მუნიციპალიტეტის საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება რელევანტურ მხარეთა ჩართულობის გზით;
• სტრატეგია უნდა იყოს ცოცხალი დოკუმენტი, რომლის გადახედვაც კონტრაქტორის რეკომენდაციით გათვალისწინებულ შესაბამის ვადებში მოხდება;
• კონტრაქტორმა უნდა უზრუნველყოს დამკვეთისთვის სტრატეგიის განხორციელებისათვის საჭირო შესაბამისი ტრენინგების, სამუშაო შეხვედრებისა, თუ სემინარების ჩატარება.

საქმიანობის პერიოდი: 2019 წლის თებერვალი-მარტი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• კომუნიკაციების სექტორში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
• საკომუნიკაციო სტრატეგიების მომზადების გამოცდილება;
• სტრატეგიის საფუძველზე, კომუნიკაციის სამოქმედო გეგმის მომზადების გამოცდილება;
• საჭიროების შემთხვევაში, ტელეკონფერენციებში ჩართვის უზრუნველყოფა;
• საჭიროების შემთხვევაში ქედის მუნიციპალიტეტში გამგზავრების შესაძლებლობა დამკვეთ გუნდთან ერთად.

ტენდერში მონაწილეობა: აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიულ პირებს.

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
1. კომპანიის სახელწოდება, მისამართი, ტელეფონი და ელ. ფოსტა;
2. კომპანიიდან პროექტზე პასუხისმგებელი პირის CV;
3. ქედის მუნიციპალიტეტის საკომუნიკაციო სტრატეგიის თქვენეული ხედვა და შემუშავების ეტაპების მიმოხილვა;
4. კომპანიის მიერ წარსულში განხორციელებული მსგავსი პროექტები; ე.წ. პორთფოლიო;
5. წარმატებული საკომუნიკაციო სტრატეგიის საერთაშორისო და/ან ადგილობრივი გამოცდილების შესახებ ლინკებისა და/ან ინფორმაციის წარმოდგენა;
6. წარსულში განხორციელებული მსგავსი პროექტებიდან ორი რელევანტური რეკომენდატორი ორგანიზაციის/კომპანიის საკონტაქტო ნომერი;
7. მომსახურების საფასური (დეტალურად ჩაშლილი კომპანიის შესაბამისი სერვისების მითითებით) ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს გარეშე;
8. სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო დრო;
9. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
10. ცნობა სასამართლოდან, რომ მათ მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება (აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულება ეკისრება უკვე გამარჯვებულ კომპანიას).

სატენდერო განაცხადის წარდგენა:
• გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი შემოთავაზება ერთ (PDF) დოკუმენტად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it არაუგვიანეს 2019 წლის 31 იანვრის 17:00 საათამდე;
• გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ ტენდერის დასახელება - Communication Strategy Tender/KedaLEADER

შეფასების კრიტერიუმები:
• შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება;
• ქედის მუნიციპალიტეტის საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავების ხედვა და ეტაპების მიმოხილვითი ნაწილის რელევანტურობა პროექტისათვის;
• სერვისის ფასი;
• შეკვეთის შესრულებისათვის საჭირო დრო;
• განიხილება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები.


პროექტის შინაარსთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ (+995 558 65 56 28 - ნატალია დავლიანიძე).

ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას.


| ბეჭდვა |