ევროკავშირის მხარდაჭერით ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მმართველი საბჭოსთვის პროექტის წერის სასწავლო კურსი ჩატარდა
10 - 12 აგვისტოს, ევროკავშირის მხარდაჭერით, დაბა ქედაში, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მმართველი საბჭოს წევრებისთვის, სასწავლო კურსი „პროექტის წერა“ ჩატარდა, რომელსაც დაესწრო 12 მონაწილე. კურსი ევროკავშირის ENPARD-ის პროექტის „ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის (ქედა ლიდერი)“ ფარგლებში საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის, CENN-ის პარტნიორი ორგანიზაციის მიერ იყო ორგანიზებული. იგი მიზნად ისახავდა ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მმართველი საბჭოს წევრებში პროექტის წერის ცოდნის/უნარ-ჩვევების განვითარებას და მოიცავდა შემდეგ საკითხებს: საჭიროებების შეფასება, მიზანი და ამოცანები, გეგმა-გრაფიკი, მონიტორინგი და შეფასება და ა.შ. ტრენინგი შექმნილია ზრდასრულთა განათლების მეთოდების გამოყენებით, რაც განაპირობებს მონაწილეთა მაქსიმალურ ჩართულობას.
აღნიშნული ტრენინგი მესამე საგანმანათლებლო აქტივობაა ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მმართველი საბჭოს შესაძლებლობების განვითარებისთვის. პროექტის ფარგლებში, 12 ტრენინგია დაგეგმილი სხვადასხვა თემაზე რათა მოხდეს მმართველი საბჭოს ცოდნის და უნარების განვითარება და წარმატებული გუნდური ფუნქციონირება.
პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge.