ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი სასწავლო ვიზიტით ბორჯომს ეწვია
5-7 ივლისს, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ქედა ლიდერი“ ფარგლებში ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი სასწავლო–გაცვლითი ვიზიტით ეწვია ბორჯომს და ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით შეხვდა ბორჯომის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს.
სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა ორი ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წარმომადგენლებს შორის. მონაწილეებმა ისაუბრეს თავიანთი გამოცდილების შესახებ. ბორჯომის ჯგუფმა სტუმრებს გაუზიარა თავისი გამოცდილება და მისცა რჩევები მუნიციპალიტეტის სტრატეგიის შემუშავების პროცესსა და საგრანტო კონკურსების სპეციფიკასთან დაკავშირებით. ვიზიტის ფარგლებში, მოეწყო გასვლითი შეხვედრებიც და ბორჯომელმა კოლეგებმა, ქედის ჯგუფს, ადგილზე ანახეს საგრანტო კონკურსის ფარგლებში განხორციელებული პროექტები, ასევე მოაწყეს შეხვედრები ევროკავშირის ბენეფიციარ მეწარმეებთან.
სასწავლო ვიზიტში მონაწილე ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრთა შეფასებით, აღნიშნული საინფორმაციო–გაცნობითი შეხვედრა საინტერესო სამუშაო ფორმატია და გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნის გათვალისწინებისა, თუ ახალი პარტნიორული ქსელების ჩამოყალიბების კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს.
ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ასრულებს სტრატეგიაზე მუშაობას და უკვე შემოდგომიდან გეგმავს წინასწარ გამოკვეთილი პრიორიტეტების შესაბამისად, საგრანტო კონკურსის გამოცხადებას ქედაში.
პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და ახორციელებს CENN, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს (2013-2022). ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.