ქედის განვითარების ჯგუფმა ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის მონახაზი შეიმუშავა
4-8 ივნისს ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე CENN-ის პროექტის „ქედა ლიდერი“ ფარგლებში, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG) სექტორულ ჯგუფებთან შეხვედრები გამართა.
სამუშაო შეხვედრების პირველ ეტაპზე, ჯგუფებს წარედგინათ პროექტის ფარგლებში ჩატარებული რეგიონული ანალიზის შედეგები სხვადასხვა მიმართულებით, რის საფუძველზეც გამოიკვეთა რეგიონის რესურსები და პოტენციალი.
რეგიონული ანალიზზე დაყრდნობით, მონაწილეებმა, დეტალურად განიხილეს ქედის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებები და შეიმუშავეს შედეგზე ორიენტირებული სამოქმედო გეგმის მონახაზი, სადაც გამოიკვეთა შემდეგი სტრატეგიული მიმართულებები:
სტრატეგია საბოლოო სახეს მიიღებს 2018 წლის ივლისის ბოლოს და საფუძვლად დაედება ინოვაციური პროექტების დაფინანსებას და განხორციელებას ქედის მუნიციპალიტეტში.
პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და ახორციელებს CENN, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს (2013-2022). ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.

- სოფლად ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, მცირე და საშუალო ბიზნესისა და ტურიზმის განვითარების გზით;
- კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარება;
- გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მართვა და კატასტროფის რისკის შემცირება;
- სოფლის განვითარების პროცესებში ახალგაზრდებისა და ქალების ჩართულობის ხელშეწყობა.