ევროკავშირის მხარდაჭერით ქედაში მედია ტური გაიმართა
12-15 ივნისს, ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე CENN-ის პროექტის „ქედა ლიდერი“ ფარგლებში, მაღალმთიანი აჭარის ქედის მუნიციპალიტეტში მედია ტური გაიმართა. ტური მიზნად ისახავდა ადგილობრივი ადამიანური და ბუნებრივი რესურსების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობასა და მუნიციპალიტეტის ცნობადობის გაზრდას. სამდღიანი ტურის ფარგლებში, 20-მდე მედიის წარმომადგენელი გაეცნო ადგილობრივი წარმატებული მეწარმეების საქმიანობას, მოინახულეს ქედის კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნების ძეგლები.
მედია ტურის მონაწლეები გაეცნენ საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ევროკავშირის მიერ ENPARD-ის პროგრამით გაწეულ დახმარებას, მათ შორის, ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში მხარდაჭერილ ინიციატივებს.
ტურის ფარგლებში, სასწავლო–შემეცნებით ფორმატში გაიმართა ორი ტრენინგი თანამედროვე მედიისათვის აქტუალურ გამოწვევებზე – მეცნიერების პოპულარულ ენაზე გადმოცემის შესახებ National Geographic საქართველოს რედაქტორმა, ნათია ხულუზაურმა ისაუბრა, ხოლო მობილური ჟურნალისტიკის მნიშვნელობასა და აქტუალობაზე, რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა გიორგი გოგუამ.
ტურის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მონაწილეები წარმოადგენენ თავიანთ შემოქმედებით ხედვას სტატიების, ფოტო რეპორტაჟების, სიუჟეტების, ბლოგების ან ვლოგების სახით და დაეხმარებიან ადგილობრივებს ქედა უფრო მიმზიდველ ტურისტულ და საინვესტიციო მუნიციპალიტეტად აქციონ.
პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და ახორციელებს CENN, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს (2013-2022). ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.