ევროკავშირის მხარდაჭერით ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) სტრატეგიაზე მუშაობას იწყებს
2018 წლის 10-12 აპრილს, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ქედა ლიდერი“ ფარგლებში, ქედაში გაიმართა ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მმართველი საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ჯგუფის მმართველმა საბჭომ განსაზღვრა და დაამტკიცა ჯგუფის სექტორული მიმართულებები და დებულებები. მათ შორის გამოიყო: 1. ტურიზმისა და ბიზნესის განვითარება 2. გარემოს დაცვა, ტყე და ბიომრავალფეროვნება 3. სოფლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება 4. ახალგაზრდები, განათლება, კულტურა და სპორტი 5. ჯანდაცვა და სოციალური საკითხები 6. საჯარო მმართველობა და საზოგადოებასთან ურთიერთობა 7. ქალთა გაძლიერება და მათი ჩართულობა სოფლად განვითარებაში.

ასევე, LAG-ის მმართველმა საბჭომ შეხვედრა გამართა გენერალური ასამბლეის წევრებთან, სადაც წარადგინეს პროექტის ფარგლებში საბჭოს მიერ განხორციელებული საქმიანობები და ჩამოყალიბდა სექტორული ჯგუფები.

განსაზღვრული თემატური მიმართულებების საფუძველზე, შემდეგ ეტაპზე LAG სექტორულ ჯგუფებთან ერთად დაიწყებს მუშაობას ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი სტრატეგიის შემუშავებაზე, რომელიც საფუძვლად დაედება პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტში დაგეგმილ სამომავლო აქტივობებს.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და ახორციელებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან(CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს (2013-2022). ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge.
| ბეჭდვა |