ევროკავშირის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის ქედაში სასწავლო კურსი ჩატარდა
24-25 თებერვალს, ეროკავშირის მხარდაჭერით, დაბა ქედაში, ადგილობრივი მეწარმე ქალბატონებისთვის სასწავლო კურსი „ქალ მეწარმეთა გაძლიერება ბიზნესის განსავითარებლად“ ჩატარდა. კურსი ევროკავშირის ENPARD-ის პროექტის „ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის (ქედა ლიდერი)“ ფარგლებში პროექტის განმახორციელებელი პარტნიორის CENN-ის მიერ იყო ორგანიზებული.
იგი მიზნად ისახავდა ქალი მეწარმეების გაძლიერებას, მათთვის ბიზნესის შექმნისა და განვითარების პროცესში დამატებითი შესაძლებლობების მოძიებისა და გამოყენების სწავლებას. სწავლება წარიმართა როგორც თეორიული მასალების, ისე პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე. კურსში მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის მასშტაბით უკვე არსებული მცირე საოჯახო ბიზნესების მქონე და ასევე მომავალმა მეწარმე ქალებმა.
აღსანიშნავია, რომ CENN-ის მხარდაჭერით, კურსდამთავრებული ქალბატონები მონაწილეობას მიიღებენ 8 მარტს, ბათუმში დაგეგმილ „მეწარმე ქალთა ფორუმში“. ღონისძიება იმართება საქართველოსა და აჭარის სამრეწველო პალატების ორგანიზებით. იგი წარმოადგენს დამატებითი დაფინანსების, ახალი ბიზნეს შესაძლებლობებისა და საქართველოს სხვა რეგიონებიდან ჩამოსულ წარმატებულ ქალ მეწარმეებთან შეხვედრის შესაძლებლობას. ფორუმს ქედის მუნიციპალიტეტიდან ოცამდე მეწარმე ქალი დაესწრება.
პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.