სტრატეგიული მიმართულება: ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია და ტურიზმი
„ჩვენ შეგვიძლია“ არის საინიციატივო ჯგუფი, რომლის წევრებიც სხვადასხვა პროფესიული უნარების მქონე შშმ პირები არიან. ისინი ტურისტებსა და მოსახლეობას მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობენ: ფოტოების გადაღება, თერმოპრესით სხვადასხვა ნივთებზე ბეჭდვა, პოლიგრაფიული სერვისები და ხელნაკეთი სუვენირები.
საინიციატივო ჯგუფის ხელნაკეთი ნამუშევრების შეძენა შესაძლებელია მათ სავაჭრო ობიექტში.
პროექტის მიზანია, შშმ პირთა ჩართულობით, ქედის მუნიციპალიტეტის ტურისტული მომსახურეობის განვითარება და ტურისტულ ზონებში სერვისების დივერსიფიკაცია.
პროექტი გულისხმობს მობილური თერმოპრესის ლაბორატორიის შექმნას, ტურისტულ ზონებში საინტერესო ფოტოების გადაღებას, ფოტოკოპირებას; ასევე, მუნიციპალიტეტში პოლიგრაფიული სერვისების მიწოდებასა და სუვენირებისა და საჩუქრების სავაჭრო ობიექტის შექმნას.
საინიცატივო ჯგუფის წევრები:
- მერაბ ფარტენაძე
- ბათუ ნაკაშიძე
- მარო თურმანიძე
პროექტის შედეგად დასაქმდება 5 ადამიანი
პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 45,000 ლარი
ევროკავშირის დაფინანსება: 31,500 ლარი
თანადაფინანსება: 13,500 ლარი