სტრატეგიული მიმართულება: სოფლის მეურნეობა
ქედის ჰიდრორესურსებითა და კლიმატური პირობებით მდიდარი მუნიციპალიტეტი, აკვაკულტურის განვითარებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის.
ფიზიკური პირი, ფრიდონ ბოლქვაძეს პროექტი გულისხმობს არსებული მეურნეობის გაფართოებას.
ყოველწლიურად ფრიდონ ბოლქვაძეს, საშუალოდ, 80,000 ლიფსიტა გამოყავს თავის საკალმახე მეურნეობაში.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კალმახის გასაზრდელი წყლის ავზის მშენებლობა, ორტონიანი მაცივრების დამონტაჟება, სათავსო შენობა-ნაგებობის აშენება და თერმოიზოლირებული კონსტრუქციის შეძენა თევზის ცოცხლად გადასატანად.
ფრიდონ ბოლქვაძე გამოცდილი მეწარმეა. მან 2014 წელს დაიწყო სალიფსიტე მეურნეობის მოწყობა და ბოლო სამი წლის განმავლობაში 240,000 ლიფსიტა გამოყვანა.
პროექტის შედეგად დასაქმდება 3 ადამიანი
პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 58,000 ლარი
ევროკავშირის დაფინანსება: 40,600 ლარი
თანადაფინანსება: 17,400 ლარი