სტრატეგიული მიმართულება: ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია და ტურიზმი
მერაბ და გიორგი ტაკიძის ღვინის მარანი 2010 წლიდან მუშაობს და სტუმრებს ღვინის სხვადასხვა სახეობას სთავაზობს, მათ შორის, ჩხავერს, ალადასტურს, ცოლიკაურს. ტაკიძეებს საკუთარი ვენახი პლანტაციის სახით აქვთ გაშენებული.
პროექტი გულისხმობს არსებული საოჯახო ღვინის მარნის კეთილმოწყობას, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვასა და საწარმოსათვის საჭირო დანადგარების დამონტაჟებას.
გიორგი ტაკიძე ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა მეღვინეა, რომელიც ბავშვობიდან კარგად იცნობს დარგს.
2019 წელს გიორგი ტაკაძე გახდა ქედაში ღვინის ფესტივალის გამარჯვებული. საქმიანობაში ჩართული არიან ოჯახის წევრებიც - მერაბ ტაკიძე, გამოცდილი მევენახე და მეღვინე.
პროექტის შედეგად დასაქმდება 3 ადამიანი
პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 22,500 ლარი
ევროკავშირის დაფინანსება: 16,000 ლარი
თანადაფინანსება: 6500 ლარი