სტრატეგიული მიმართულება: ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია და ტურიზმი
ბოლო წლებში ქედის მუნიციპალიტეტის ბიზნეს სექტორი საგრძნობლად გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2014 წლიდან 2016 წლამდე, ქედის მუნიციპალიტეტის ბიზნეს სექტორში, წლიური ბრუნვა გაორმაგდა, ხოლო პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელმა სამჯერ მოიმატა. ამასთან, გაიზარდა ბიზნეს კონსულტაციებზე მოთხოვნაც. ბიზნეს კონსულტაციის ცენტრის მიზანია, ადგილობრივ ბიზნესებს, მეწარმეებსა და ორგანიზაციებს გაუწიოს კომპლექსური კონსულტაცია ისეთ საკითხებში, როგორიცაა საფინანსო, საბუღალტრო და იურიდიული საკითხები.
ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრის მომსახურეობა ასევე მოიცავს მარკეტინგულ საკითხებს - სოციალურ მედიას, ვებ-გვერდის შექმნას, ტურისტულ ვებ-გვერდებზე დარეგისტრირებასა და ანგარიშის გახსნას.
არჩილ დევაძე, ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრის დამფუძნებელი, გამოცდილი ფინანსისტია.
პროექტის გულისხმობს საოფისე რესურსების შეძენას.
პროექტის შედეგად დასაქმდება 4 ადამიანი
პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 8,800 ლარი
ევროკავშირის დაფინანსება: 7,500 ლარი
თანადაფინანსება: 1300 ლარი