სტრატეგიული მიმართულება: ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია და ტურიზმი
მაღალმთიან აჭარაში, სოფელ პირველ მაისში მდებარე შერვაშიძეების საოჯახო მარანი და სასტუმრო 2006 წელს ამუშავდა. ის სტუმრებს ღვინის დეგუსტაციას სთავაზობს და ქართული ტრადიციული კერძებით უმასპინძლდება. 1 ან 2 დღიანი ტურების ფარგლებში, საოჯახო სასტუმროში შესაძლებელია X-XII საუკუნეების ისტორიული ძეგლების მონახულებაც. ამასთანავე, სტუმრებს შეუძლიათ დაკავდნენ ექსტრემალური სპორტით, ზიპლაინით.
შერვაშიძეების მარანი ნამდვილი საოჯახო ბიზნესია და ის ქედის მუნიციპალიტეტში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მარანი განსაკუთრებული ბუნებითა და მშვიდი გარემოთი გამოირჩევა. ალექსანდრე შერვაშიძეს, რომელიც თავად გამოცდილი მეწარმეა, ადგილობრივი კულტურისა და ისტორიის უდიდესი ცოდნა გააჩნია. შერვაშიძეების მარანში მაღალი ხარისხის ღვინოს აწარმოებენ. მათ მიერ ჩამოსხმულმა ოჯალეშმა საოჯახო ღვინის ფესტივალზე მეორე ადგილი დაიმსახურა.
პროექტი გულისხმობს 4 კოტეჯის უზრუნველყოფასა და 2 ავტომობილის შეძენას.
პროექტის შედეგად დასაქმდება 10 ადამიანი
პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 46,000 ლარი
ევროკავშირის დაფინანსება: 32,200 ლარი
თანადაფინანსება: 13,800 ლარი