ლაქშერი კემპინგი სოფელ დანდალოში

სტრატეგიული მიმართულება: სოფლად ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია და ტურიზმი

მაღალმთიან აჭარაში ტურისტების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, ტურისტთა რაოდენობა მაღალმთიან აჭარაში 98%-ით გაიზარდა და 46’592 ვიზიტორი შეადგინა (რაც შეეხება აჭარის რეგიონს, მას 2017 წელს 1’683’000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა). აქედან, ყველაზე მეტი 20’298 ვიზიტორი ქედის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა.

 

Hill Inn ინოვაციური ტიპის დასასვენებელი ადგილია ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოში.

პროექტის ფარგლებში ქართული სტარტაპი დავით არძენაძემ დააფუძნა.

 

სტარტაპის მიზანია დამსვენებელს საქართველოს მთიან რეგიონში განსხვავებული და კომფორტული სერვისი შესთავაზოს.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა ლაქშერი კემპინგის სივრცე - Hill inn, რომელიც სტუმრებს სთავაზობს:

  • კომფორტულ ნომრებს პანორამული ხედებით
  • კინოთეატრსა და მცირე ბიბლიოთეკას
  • მოსასვენებელ სივრცეებს
  • სპა აუზს/ჯაკუზსა და საუნას

 

სასტუმრო აწყობილია სპეციალური კონსტრუქციითა და ტენტებით, რომელსაც გეოდეზიური სფეროს ფორმა აქვს. პროექტის ფარგლებში დაიდგა ორი იზოლირებული ასეთი გლემფინგის კონსტრუქცია უნიკალური ხედებით - რაც შესაძლებელი გახდა ტენტის გამჭირვალე ნაწილის შედეგად. სასტუმრო განთავსებულია ბუნების წიაღში, ტყესთან ახლოს.

 

გლამპინგში მოწყობილია მცირე სამზარეული, სველი წერტილი და საძინებელი; დამონტაჟებულია  მცირე კინოთეატრი (პროექტორი და ეკრანი).

 

დავით არძენაძეს ბიზნესის მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, რის ფარგლებშიც ასევე მუშაობდა ბიზნეს კონსულტანტის, ეკონომისტისა და ფინანსურ მენეჯერის პოზიციაზე. ამასთანავე, მას  დიდი გამოცდილებააქვს ტურიზმის სექტორშიც და 2016 წლიდან ტურისტულ კომპანიაშია დასაქმებული.

 

პროექტის შედეგად დასაქმდება 4 ადამიანი.

პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 37980 ლარი
ევროკავშირის დაფინანსება: 26580 ლარი
თანადაფინანსება: 11400  ლარი

 

FaceBook Twitter Google
დაარეგისტრირე იდეა - ფონი