სიახლეები
13-14 ივნისს, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ქედა ლიდერი“ ფარგლებში ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი სასწავლო–გაცვლითი ვიზიტით ეწვია ლაგოდეხს და ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით შეხვდა ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს.


ორი ადგილობრივი განვითარების ჯგუფის და „ქეა“-ს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ორდღიან შეხვედრაში, რომელიც ორგანიზებული იყო ENPARD-ის პროექტის - ქედა ლიდერი ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის, CENN-ის პარტნიორი ორგანიზაციის მიერ. მონაწილეებმა განიხილეს და ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. ლაგოდეხის ჯგუფმა სტუმრებთან ისაუბრეს საგრანტო კონკურსების, მონიტორინგის და შეფასების სქემების, მიღწევების და გამოწვევების, ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან კოორდინაციის და ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ორგანიზაციული მდგრადობის შესახებ. ვიზიტის ფარგლებში, მოეწყო გასვლითი შეხვედრებიც, რომლის დროსაც ლაგოდეხელმა კოლეგებმა, ქედის ჯგუფს, ადგილზე აჩვენეს საგრანტო კონკურსის ფარგლებში განხორციელებული პროექტები, ასევე მოაწყეს შეხვედრები ევროკავშირის ბენეფიციარ მეწარმეებთან და სოციალური პროგრამების განმახორციელებელთან.


სასწავლო ვიზიტში მონაწილე ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრთა შეფასებით, აღნიშნული საინფორმაციო–გაცნობითი შეხვედრა საინტერესო სამუშაო ფორმატია და გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნის გათვალისწინებისა, თუ ახალი პარტნიორული ქსელების ჩამოყალიბების კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს.


შემდეგი ორი დღის განმავლობაში, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი იმუშავებს ორგანიზაციული სტრატეგიის განვითარებაზე. სასწავლო ვიზიტის დროს მიღებული ცოდნის და გამოცდილების გათვალისწინება მოხდება სტრატეგიული გეგმაზე მუშაობისას.



ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ქედა ლიდერი“ ფარგლებში ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი, CENN და დემოკრატიის ინსტიტუტი აცხადებენ 2019 წლის საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპს - ინტერესის გამოხატვა (იდეების კონკურსი).


კონკურსის პირველი ეტაპი გაიხსნება 29 მაისს და დასრულდება 1 ივლისს 17:00 საათზე.


საგრანტო კონკურსის მიზანია, ქედის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის თემების კეთილდღეობისა და ყოფითი პირობების გაუჯობესება, სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება და ინოვაციური პროექტების განხორციელება.


საგრანტო კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებები:
• სოფლის მეურნეობა, როგორც პირველადი პროდუქციის წარმოება, ასევე ადგილობრივი პროდუქციის გადამუშავება და რეგიონული ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება;
• ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა (საოჯახო ტიპის სასტუმროს მოწყობა დაფინასდება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში);
• არასასოფლო სამეურნეო ეკონომიკური საქმიანობა;
• განათლება, კულტურა, სპორტი;
• გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა;
• სოციალური-არაკომერციული საქმიანობა (კომუნალური და სოციალური ინფრასტრუქტურა).


კონკურსის ფარგლებში გრანტები გაიცემა როგორც კომერციული, ისე სოციალური პროექტებისთვის.


კონკურსში განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ქედის მუნიციპალიტეტში ახორციელებენ ან გეგმავენ განხორციელებას.



კონკურსში მონაწილეობის მსურველები დეტალურად უნდა გაეცნონ ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიას და საგრანტო სახელმძღვანელოს. დაინტერესებულმა პირებმა, უნდა შეავსონ საპროექტო განაცხადის ფორმა და გამოგზავნონ ელ.ფოსტის მეშვეობით მისამართზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ან მოიტანეთ შევსებული განაცხადი მისამართზე ტბელ აბუსერიძის ქუჩა 10, დაბა ქედა, 2019 წლის 1 ივლისს, 17:00 საათამდე.


განაცხადისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი გთხოვთ იხილოთ აღნიშნულ გვერდზე.


დამატებითი კითხვების, განმარტებების ან ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
+995 599 189 269
+995 577 104 833
+995 514 401 001


გაითვალისწინეთ, საგრანტო კონკურსი შედგება შემდეგი ეტაპებისგან:


I ეტაპი - ინტერესის გამოხატვა (იდეების კონკურსი)
II ეტაპი - სრული განაცხადის წარდგენა
III ეტაპი - საგრანტო განაცხადის დამტკიცება


პირველი ეტაპის წარმატებულ კანდიდატებს დავუკავშირდებით 2019 წლის 30 ივლისამდე.


პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge.


2019 წლის 6-10 მაისს, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრები სასწავლო ვიზიტით ავსტრიაში იმყოფებოდნენ. ტურში ასევე მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი და ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე. ვიზიტი ევროკავშირის მხარდაჭერით, ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტის (ÖIR) ორგანიზებითა და CENN-ის დახმარებით შედგა.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები დეტალურად გაეცნენ ავსტრიაში LEADER-ის მუშაობის პრინციპებს, ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ჩართულობას განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესსა და პროექტების შერჩევაში. გაიმართა შეხვედრები ავსტრიის მდგრადობისა და ტურიზმის სამინისტროში, ავსტრიის განვითარების სააგენტოში (ADA). ასევე შედგა შეხვედრა ავსტრიაში საქართველოს ელჩთან. მონაწილეებმა მოინახულეს ორი LEADER რეგიონი, შეხვდნენ LEADER მენეჯერებს და LAG-ის გამგეობის წევრებს.

მონაწილეები ეწვივნენ LEADER რეგიონს Southern Burgenland, შეხვდნენ ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრებს და გაეცნენ მათ მიერ განხორცილებულ პროექტებს. მოინახულეს ქალთა სოციალური საწარმო “IDUNA”, ეწვივნენ Zickentaler Moorochse დაცულ ტერიტორიას სადაც გაეცნენ საძოვრების მართვის გეგმას და მოინახულეს ტურისტული ინფრასტრუქტურა. ასევე მოინახულეს პროფესიული გადამზადების ინსტიტუტი (Berufsförderungsinstitut), რომელიც მუშაობს ახალგაზრდებთან, მათი პროფესიული განათლებით დაინტერესების მიზნით. LEADER რეგიონში Vulkanland ტურის მონაწილეები შეხვდნენ ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მენეჯერს და ადგილობრივ მერს. გაეცნენ რეგიონისთვის დამახასიათებელი პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მაგალითებს (ლორის საწარმო, ავეჯის საამქრო, გოგრის ზეთის წარმოება) და ისეთ ტურისტულ სერვისს როგორიცაა „დასვენება სოფლად ფერმაში“ (Holiday on farm). ვიზიტის ფარგლებში ტურის მონაწილეები ასევე გაეცნენ ბიზნეს სექტორის საქმიანობას შოკოლადის ქარხანა Zotter-ის მაგალითზე.

ვიზიტის მონაწილეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ავსტრიული LAG-ების მიერ პროექტების შერჩევის და მონიტორინგის პროცედურები. შთამბეჭდავი იყო რეგიონებში ისეთი პროექტების ხელშეწყობა რომლებიც რეგიონში ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციას, დამატებითი ღირებულებისა და რეგიონული ღირებულებათა ჯაჭვის შექმნას, ტურიზმს და ინოვაციების განხორციელებას უწყობს ხელს.

პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge.

ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით ხულოს, ქედის და წალკის მუნიციპალიტეტებში იწყება მოსწავლეების მიღება მწვანე ბანაკში მონაწილეობის მისაღებად.
მწვანე ბანაკი ახალგაზრდა ლიდერებისა და ინოვატორებისათვის წარმოადგენს შემეცნებით-გასართობ ახალგაზრდულ ბანაკს და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში გარემოს დაცვის, მდგრადი განვითარების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესახებ ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას მომავალი ლიდერთათვის.

ბანაკში მონაწილეობა შეუძლია წალკის, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეებს

მონაწილეობის მისაღებად:
- შეავსეთ ელექტრონული განაცხადის ფორმა
- განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 12 მაისი (23:59 საათი)
- დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება

საუკეთესო განაცხადის ავტორები გაემგზავრებიან მწვანე ბანაკში მონაწილეობის მისაღებად.
ბანაკი გაიმართება ბულაჩაურის მწვანე ცენტრში 15-23 ივნისს.

- საკონკურსო განაცხადების მიღების პერიოდი: 1-12 მაისი
- საკონკურსო განაცხადების განხილვის პერიოდი: 13-17 მაისი
- შერჩეულ ახალგაზრდა ლიდერებთან დაკავშირება: 20-22 მაისი
- ბანაკისთვის მოსამზადებელი პერიოდი: 23 მაისი - 14 ივნისი (ვებინარები მონაწილეებთან)
- მწვანე ბანაკის განხორციელების პერიოდი: 15-23 ივნისი

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ნატალია დავლიანიძე - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
გიორგი ორკოდაშვილი - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

ბანაკი ხორციელდება ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით და წალკის, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ENPARD-ის პროექტების –– „ეს წალკაა“, „ქედა ლიდერი“ და „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ –– თანამშრომლობით. წალკისა და ქედის მუნიციპალიტეტში პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია CENN, ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტში – ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG).

ევროკავშირის ENPARD პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge.

22 აპრილს მსოფლიომ დედამიწის დღე აღნიშნა. წლევანდელი თემა - დაიცავი ჩვენი სახეობები - მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ გარემოსდაცვით გამოწვევას ეხმიანება და საზოგადოებას მოუწოდებს ადგილობრივად საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების გადარჩენისაკენ. ამ დღის აღსანიშნავად, ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფისა (LAG) და გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN-ის მხარდაჭერით ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში პირველ მაისსა და მერისში ახალგაზრდა ეკო-აქტივისტებმა დარგეს ხეები სკოლის ეზოში და მოამზადეს პრეზენტაციები კლიმატის ცვლილების, სახეობათა კონსერვაციის მნიშვნელობის, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვისა და სხვა გარემოსდაცვით თემებზე.

პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge.
5-7 აპრილს, ევროკავშირის მხარდაჭერით, ბათუმსა და ქედაში თევზმოშენების მიმართულებით საერთაშორისო კონფერენცია, თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი და საველე ვიზიტებია დაგეგმილი.

6 აპრილს, ბათუმში, სასტუმრო რედისონში, გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „თევზმოშენება ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერისათვის“. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, უკრაინის, თურქეთის, ნორვეგიის, აზერბაიჯანის და სასომხეთის თევზმოშენების სფეროში ჩართული სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. კონფერენციის მიზანია სხვადასხვა ქვეყნების თევზმოშენების სფეროში დასაქმებული ორგანიზაციების და პირების ურთიერთდაკავშირება, მათ შორის გამოცდილებების გაზიარების სტიმულირება და სამომავლო საქმიანობების დაგეგმვა, რათა შესაძლებელი გახდეს არსებული ჰიდროპოტენციალის უფრო ეფექტური გამოყენება ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე.

კონფერენციის წინა დღეს, 5 აპრილს, მონაწილეები საველე ვიზიტის ფარგლებში მოინახულებენ ქედის მუნიციპალიტეტში მოქმედ საკალმახე მეურნეობებს, გაეცნობიან დარგში არსებულ სიტუაციასა და ქვეყანაში არსებულ ჰიდრორესურსების პოტენციალს.

7 აპრილს ქალაქ ბათუმის ბულვარში, ალისა და ნინოს მოძრავი ქანდაკების მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი, სადაც კონფერენციაში მონაწილე ქვეყნების მიერ წარმოდგენილი იქნება სხავდასხვა სახის თევზისა და ზღვის პროდუქტები, გარდა ამისა, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის, თევზის რესტორნები, საზოგადოებრივი კოლეჯები, ღვინისა და ლუდის კომპანიები. სტუმრებს საშუალება ექნებათ სასიამოვნო გარემოში და მუსიკის ფონზე დააგემოვნონ მათთვის საინტერესო კერძები, მიიღონ ინფორმაცია თევზის კვებითი ღირებულებებისა და კულინარიული რეცეპტების შესახებ.

ღონისძიების ორგანიზატორია ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯი“.

ღონისძიების იმართება ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში მიმდინარე CENN-ის პროექტის „ქედა ლიდერი“, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჯგუფი ალიანსის მხარდაჭერით.

ღონისძიების პარტნიორები არიან ა(ა)იპ აგროსერვისცენტრი, აჭარის სავაჭრო–სამრეწველო პალატა, ქალაქ ბათუმის მერია, ბათუმის ბულვარი, საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატა.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ღონისძების პროგრამა, ან დაუკავშირდით სოფიკო დიასამიძეს, +995 577 98 99 48, This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
2019 წლის 8 მარტს, აჭარამ მეწარმე ქალთა ეროვნულ ბიზნესფორუმს უმასპინძლა. უკვე ტრადიციად ქცეული ღონისძიება, ბათუმში მესამედ გაიმართა და მას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, 250-მდე ქალი მეწარმე დაესწრო, რომლებიც ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესს წარმოადგენდნენ. ფორუმში მონაწილეობა ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამით მხარდაჭერილმა, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების წარმომადგენელმა 50-მდე ქალმა მიიღო.

ფორუმის ძირითადი მიზანია მეწარმე ქალების შესაძლებლობების გაძლიერება, მცირე და საშუალო ბიზნესში მათი ჩართულობის გაზრდა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, მათი საქმიანობის პოპულარიზაცია და სტიმულირება განახორციელონ ახალი ბიზნესიდეები. ღონისძიება აჭარაში ყოველწლიურად იმართება და მას ორგანიზებას უწევს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან, აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციასა და ქალთა ოთახებთან ერთად. მიმდინარე წელს, ფორუმის ძირითადი სამუშაო თემატიკა იყო მეწარმე ქალების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის დაბრკოლებების განხილვა და ფინანსური პროდუქტების გამარტივების შესაძლებლობებზე დისკუსია, საფინანსო უწყებებთან ორმხრივი დიალოგის გაძლიერება და სხვა ქვეყნის ფინანსური ინსიტუტების მაგალითების წარდგენა.

ქედისა და ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების წევრ ქალბატონებს შესაძლებლობა ჰქონდათ პოტენციურ ბიზნეს-პარტნიორებთან სექტორების მიხედვით საქმიანი მოლაპარაკებები ეწარმოებინათ და ემსჯელათ თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ისინი გაეცნენ საქართველოს და მეზობელი ქვეყნების წარმატების მაგალითებს. ფორუმის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები შემდეგ მიმართულებებზე ბრენდინგი, როგორ გავაფართოვოთ ბიზნესი, ემოციური ინტელექტი და ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა. ყველა მონაწილეს საშუალება ქონდა აერჩია მისთვის საინტერესო თემატიკა და დასწრებოდა ტრენინგს.
ევროკავშირის მიერ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტები – „ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის (ქედა ლიდერი)“ და „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ – აჭარაში 2017 წლიდან მიმდინარებს. ქედის მუნიციპალიტეტში პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია CENN, ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტში – ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG).

აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ქედა ლიდერი“ მხარდაჭერით მიმდინარე წლის 26 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით ღვინის მწარმოებლები და ქედის LAG-ის წევრები სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ მალაპოლსკას რეგიონში.
მალაპოლკას რეგიონის თვითმმართველობის მიერ ორგანოზებული ტური მიზნად ისახავდა პოლონელ და ქართველ მეღვინეებს შორის გამოცდილების გაზიარებას და მათ შორის კოოპერაციული საქმიანობის შესაძლებლობების განხილვას.
ვიზიტის ფარგლებში სასწავლო ტურის მონაწილეებმა მოინახულეს მალაპოლსკას რეგიონში არსებული ღვინის მეურნეობები, შეხვდნენ ადგილობრივ მეღვინეებს, გაეცნენ მათ საქმიანობას და თავის მხრივ გაუზიარეს მათი მრავალწლიანი გამოცდილება ღვინის წარმოებასა და ვენახის მოვლაში. ასევე გაიმართა შეხვედრები მალაპოლსკას რეგიონის ღვინის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტთან და პოლონეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრებთან. ასოციაციის პრეზიდენტთან შეხვედრის ფარგლებში საფუძველი ჩაეყარა აჭარის ღვინის მწარმოებელთა ასოციაციის და მალაპოლსკას მეღვინეების ასოციაციის თანამშრომლობას, დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება როგორც პოლონეთში, ისე აჭარაში.
LAG-ის წევრებთან შეხვედრის ფარგლებში პოლონეთის LAG-ის წარმომადგენლობამ ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებს გაუზიარეს მათი გამოცდილება სოფლის განვითარების მიმართულებით რეგიონში განხორციელებული პროექტების შესახებ. დაიგეგმა ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობების განხილვის მიზნით შემდეგი ვიზიტი აჭარაში.

პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge.

დამატებითი ინფორმაცია ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე www.kedalag.ge  

დაარეგისტრირე იდეა - ფონი