ევროკავშირის მხარდაჭერით ქედის მუნიციპალიტეტში Covid-19 სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსში სამმა პროექტმა გაიმარჯვა

27 აპრილი, 2020. ქედის მუნიციპალიტეტი, აჭარა – ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “ქედა ლიდერი” ფარგლებში, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ გამოცხადებული Covid-19 სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსის: „ახალი გამოწვევები – ახალი შესაძლებლობები“ შედეგები ცნობილია.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში 13 განაცხადიდან, ფინანსურ-ადმინისტრაციული შემოწმების, შეფასებისა და შერჩევის შედეგად, გამოვლინდა 3 გამარჯვებული პროექტი.

შერჩეული 3 პროექტი ითვალისწინებს ქედის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ჯანდაცვისა და განათლების პრობლემებზე ეფექტიან რეაგირებას.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში შერჩეული პროექტებია:

1. ქედა კორონა ვირუსის წინააღმდეგ

საინიციატივო ჯგუფი ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაცია

პროექტი ითვალისწინებს ქედის მუნიციპალიტეტში პირველადი ფსიქოლოფიური დახმარების შეთავაზებას მოსახლეობისათვის და ასევე, მოზარდების (მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების) მშობლების ფსიქოგანათლებას ვებიანრების ციკლის საშუალებით.

2. ონლაინ ტურიზმის განვითარება მაღალმთიან აჭარაში
აიპ გლობალური სამეწარმეო ქსელი

პროექტის მიზანია  ქედას  მუნიციპალიტეტში, არსებულ ფორსმაჟორულ სიტუაციის გათვალისწინებით,  ხელი შეუწყოს ინოვაციური გზით ტურიზმის სექტორის  განვითარებას, უშუალოდ კი ტურისტული სერვისების მიწოდების პროცესს, მოახდინოს მუნიციპალიტეტის კულინარიული და კულტურული ტურიზმის პოპულარიზაცია და ამავე დროს, დაეხმაროს სექტორში ქალების როლის გაძლიერებას.

პროექტი გულისხმობს ქედაში მცხოვრებ მეწარმეებისთვის როგორც მომსახურეობის ციფრულ სამყაროში გადაყვანის ხელშეწყობას, ისე მათი  ციფრული კომპეტენციების განვითარებასა და  სპეციალური შეთავაზებების მომზადებაში ხელშეწყობას, რაც პროექტში ჩართულ პირებს დაეხმარებათ დამატებითი შემოსავლის მიღებაში.


3. ქედის მხარდაჭერა, განთლება და გაძლიერება

ააიპ ნაბიჯი წარმატებისკენ

პროექტის მიზანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ჯგუფების ცნობიერების ამაღლება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება  და ხელშეწყობა პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში.

პროექტის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს, არაფორმალური განათლების ხელშეწყობისთვის, ჩაუტარდებათ დისტანციური ტრენინგების ციკლი სხვადასხვა თემატიკაზე.

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი Covid-19 სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსი – „ახალი გამოწვევები, ახალი შესაძლებლობები“ მიზნად ისახავდა პანდემიის გავრცელების შედეგად შექმნილ კრიზისზე სწრაფი რეაგირების მოხდენას ქედის მუნიციპალიტეტში.

პროექტიქედა ლიდერიხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებგვერდს: www.enpard.ge.

| ბეჭდვა |