ევროკავშირის მხარდაჭერით ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი მე-4 საგრანტო კონკურსს აცხადებს

ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "ქედა ლიდერი" ფარგლებში CENN, დემოკრატიის ინსტიტუტი (IoD) და ქედის განვითარების ჯგუფი აცხადებენ მე-4 საგრანტო კონკურსს.

საგრანტო კონკურსი იწყება 30 მარტს და დასრულდება 30 აპრილს 17:00 საათზე.

საგრანტო კონკურსის მიზანია, პროეტის ‘‘ქედა ლიდერი’’ და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტების შესაბამისად,  ქედის ადგილობრივი თემების კეთილდღეობის და ყოფითი პირობების გაუჯობესება, სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება და ინოვაციური პროექტების განხორციელება.

საგრანტო კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებები:

  • სოფლის მეურნეობა, როგორც პირველადი პროდუქციის წარმოება, ასევე ადგილობრივი პროდუქციის გადამუშავება და რეგიონული ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება;
  • ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა (საოჯახო ტიპის სასტუმროს და ღვინის მარნის მოწყობა დაფინასდება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში);
  • არასასოფლო სამეურნეო ეკონომიკური საქმიანობა;
  • განათლება, კულტურა, სპორტი;
  • გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა;
  • სოციალური-არაკომერციული საქმიანობა (კომუნალური და სოციალური ინფრასტრუქტურა).

კონკურსის ფარგლებში გრანტები გაიცემა როგორც კომერციული, ისე სოციალური პროექტებისთვის.

კონკურსში განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ქედის მუნიციპალიტეტში ახორციელებენ ან გეგმავენ განხორციელებას.

კონკურსში მონაწილეობის მსურველები დეტალურად უნდა გაეცნონ ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიას და საგრანტო სახელმძღვანელოს. დაინტერესებულმა პირებმა, უნდა შეავსონ საპროექტო განაცხადის ფორმა და გამოგზავნონ ელ.ფოსტის მეშვეობით მისამართზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it .

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 30 აპრილი, 17:00 საათი.

განაცხადისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი გთხოვთ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2Us6if9

დამატებითი კითხვების, განმარტებების ან ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

+995 599 189 269

+995 577 104 833

+995 514 401 001

გაითვალისწინეთ, საგრანტო კონკურსი შედგება შემდეგი ეტაპებისგან:

I ეტაპი - საპროექტო განაცხადის წარდგენა

II ეტაპი - გასაუბრება და მონიტორინგი

III ეტაპი - საგრანტო განაცხადის დამტკიცება/კონტრაქტის გაფორმება;

საგრანტო კონკურსში განმცხადებელს შეუძლია მხოლოდ ერთი განაცხადის წარდგენა.

ქვეყანაში შექმნილი მდომარეობის გათვალისწინებით, განაცხადების მიღება მოხდება მხოლოდ ელექტრონულად.

განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ქართულ ენაზე.

განაცხადზე თანდართულ უცხოენოვან დოკუმენტაციას უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

პროექტს ახორციელებს CENN, დემოკრატიის ინსტიტუტი (IoD), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტი (ÖIR) - ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან ერთად (LAG).

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge.

| ბეჭდვა |