საოჯახო მარანი სოფელ ვაიოში

სტრატეგიული მიმართულება: ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია და ტურიზმი

სოფელი ვაიო მდიდარია ისეთი კულტურული და ისტორიული სანახაობებით, როგორიცაა ზვარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, დანდალოს შუა საუკუნეების თაღოვანი ხიდი, კავიანის ციხე და სხვა. ღირშესანიშნაობები ტურისტების დიდ ინტერესს იწვევს.

საოჯახო სასტუმროს და მარნის გარდა, შავიშვილების ოჯახს სხვადასხვა ჯიშით მდიდარი ვენახი აქვს. ვენახში შეხვდებით ცოლოკაურის, ჩხავერის და სხვა ყურძენს. ოჯახი ყოველწლიურად, საშუალოდ 7 ტონა ყურძენსა და 4 ტონა ღვინოს აწარმოებს. შავიშვილებს  ღვინის წარმოების 50 წლიანი გამოცდილება აქვთ.

საოჯახო სასტუმრო სტუმრებს არყის გამოხდის პროცესსა და სხვა აგრო-საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას, საფეხმავო ტურებსა და ქართული სამზარეულოს კერძების მომზადება-დაგემოვნებას სთავაზობს.

პროექტის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიებით ღვინის საწარმოს აღჭურვა და ღვინის კასრების შეძენა.

პროექტის შედეგად დასაქმდება 5 ადამიანი

პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 19,600 ლარი
ევროკავშირის 15,680 ლარი
თანადაფინანსება: 3920 ლარი

| ბეჭდვა |