მეფუტკრეობა სოფელ ზუნდაგაში

სტრატეგიული მიმართულება: ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია და ტურიზმი

ქედის ბუნება მდიდარია თაფლოვანი მცენარეებით, რაც მეფუტკრეებს საშუალებას აძლევს სხვადასხვა სახის თაფლი აწარმოონ.

ნუგზარ ვერძაძე და მისი ოჯახი 15 წელია მეფუტკრეობითაა დაკავებული, ყავთ 60-მდე ფუტკრის ოჯახი და საკუთარი მეურნეობისთვის დედა ფუტკრები ხელოვნურად გამოყავთ. წლის განმავლობაში ისინი 700-800 კგ სასაქონლე თაფლს აწარმოებენ.

პროექტის მიზანია საფუტკრე მეურნეობის გაფართოება, რითაც სელექციური გადარჩევის გზით, დედა ფუტრკების სერიული გამოყვანა და ფუტკრის ისეთი პროდუქციის წარმოება მოხდება, როგორიცაა ფუტკრის რძე, ფუტკრის შხამი, ყვავილის მტვერი და დინდგელი.

პროექტი მოიაზრებს:

  • 60-80 ცალი დადანის ორკორპუსიანი სკებისა და ელექტროციბრუტის შეძენას
  • დედა ფუტკრის გამოყვანის მიზნით, მინიმუმ ორი კომპლექტის, (იხ. დანართი 1) ჯენტერის პლასტმასის ფიჭისა და დამატებითი საშუალებების შეძენას
  • 5-10 ცალი ყვავილის მტვრის შემაგროვებლისა და მინიმუმ 3 კგ-იანი ყვავილის მტვრის საშრობის შეძენას
  • თანამედროვე ფუტკრის შხამის შესაგროვებელი აპარატის შეძენას

 

საოჯახო მეურნეობაში ჩართული ოჯახის წევრებს ამ მიმართულებით მრავალწლიანი გამოციდლება აქვთ, კარგად იცნობენ როგორც ფუტკრის ოჯახების მოვლა პატრონობის, ისე ფუტკრის ოჯახების მკურნალობასა და  მათ ხელოვნურ კვებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე,  სკებისა და სკის ჩარჩოების აწყობის ტექნოლოგიას.

ინდ.მეწარმე ნუგზარ ვერძაძეს, მეფუტკრეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს არა მხოლოდ ფუტკრის მოვლა პატრონობაში, არამედ მკურნალობის თანამედროვე მეთოდებსა და დედა ფუტკრების ხელოვნური გზით გამოყვანაში.

მეურნეობაში ასევე ჩართულია მინდია ვერძაძე, რომელსაც დამთავრებული აქვს კოლეჯი მეფუტკრეობის მიმართულებით და გამოცდილია დედა ფუტკრების გამოყვანის პროცესში.

პროექტის შედეგად დასაქმდება 5 ადამიანი


პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 17,125 ლარი
ევროკავშირის 13,550 ლარი
თანადაფინანსება: 3575 ლარი

| ბეჭდვა |