ავეჯის საწარმო სოფელ ძენწმანში

სტრატეგიული მიმართულება: ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია და ტურიზმი

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებამ, მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტში ავეჯის ნაწარმზე მზარდი მოთხოვნა წარმოქმნა.

ი/მ მალხაზ ბერიძის ავეჯის მცირე საწარმო ქედის ცენტრში მდებარეობს. კომპანია საცალო შეკვეთებთან ერთად, სასტუმროებისა და სხვადასხვა ორგანიზაციებისაგან მსხვილ შეკვეთებსაც ღებულობს. ბოლო წლების მონაცემებით, საწარმოს საშუალო წლიური ბრუნვა (კერძო და კორპორატიული დაკვეთების ჩათვლით) 100,000 ლარს აღწევს.

პროექტის მიზანი საწარმოს გაფართოება და ავეჯის ხარისხისა და არჩევანის გაუმჯობესებაა. პროექტი გულისხმობს დამატებითი შენობის მოწყობას, ასევე, თანამედროვე დანადგარების შეძენასა და დამონტაჟებას და პერსონალის შერჩევა-გადამზადებას.

ავეჯის გარდა კომპანია, ცალკე ხაზად, მაღალმთიანი აჭარისათვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული ელემენტების მქონე სუვენირებს გამოუშვებს.

მალხაზ ბერიძეს, კომპანიის მფლობელს, ავეჯის წარმოების სფეროში, მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. კერძოდ, ის ამ საქმიანობაში 2002 წლიდანაა ჩართული, 2012 წლიდან კი, საკუთარ საწარმოს ამუშავებს. პროექტი ასევე მიზნად ისახავს საწარმოში დასაქმებული კადრების გადამზადებასა და დაინტერესებული პირებისთვის სტაჟირების შეთავაზებას.

პროექტის შედეგად დასაქმდება 20 ადამიანი

პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 211,500 ლარი
ევროკავშირის დაფინანსება: 126 900 ლარი
თანადაფინანსება: 84 600 ლარი

FaceBook Twitter Google
დაარეგისტრირე იდეა - ფონი