პროექტის შესახებ
„ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის (ქედა ლიდერი)“ პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკურენტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით. პროექტის ამოცანაა ქედის მუნიციპალიტეტის განვითარების პოტენციალის გაძლიერება და ადგილობრივი შესაძლებლობებისა და რესურსების ოპტიმალური გამოყენება.

პროექტს ახორციელებს CENN შემდეგ ორგანიზაციებთან პარტნიორობით:

  • საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG),
  • დემოკრატიის ინსტიტუტი (IoD),
  • ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტი (ÖIR).

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით. ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: enpard.ge.


პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი საქმიანობების განხორციელება:

  1. ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანებების) შექმნა, სათემო ორგანიზაციების გაძლიერება, ცნობიერების დონის ამაღლება სოფლის განვითარებისადმი ევროკავშირის მიდგომების შესახებ, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ინსტიტუციური გაძლიერება და მისი დაკავშირება ქვეყანაში არსებულ სხვა ადგილობრივ განვითარების ჯგუფებთან მომავალი თანამშრომლობისათვის;
  2. ქედის მუნიციპალიტეტისთვის გენდერული და ახალგაზრდული ასპექტების შემცველი სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავება თანამონაწილეობრივი გზით; სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგისა და შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება ქედის მუნიციპალიტეტისათვის; სოფლის განვითარების სტრატეგიის დამტკიცება აჭარის ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მიერ;
  3. ინოვაციური პროექტების განხორციელება (ქვეგრანტების საშუალებით, მუნიციპალიტეტის სტრატეგიის პრიორიტეტების შესაბამისად) სოფლად ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობების გაძლიერების, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და ადგილობრივი თემების კეთილდღეობის ამაღლების მიზნით: დასაქმების ახალი შესაძლებლობების შემქმნელი მდგრადი პროექტების იდენტიფიცირება, ინოვაციური პროექტების დაფინანსება და განხორციელება, ქედის მარკეტინგული და საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება.
| ბეჭდვა |